მთავარი » 2015 » აგვისტო » 25 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ხალხში მარტოსული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - khalkhshi martosuli
6:31 PM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ხალხში მარტოსული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - khalkhshi martosuli
|
როცა სიმარტოვეს
გრძნობ შენ ათას კაცში,
როცა ბოდიალობ,
გეზი არ გაქვს თავში.
როცა გიყვარდება
ღამე ზღვის ნაპირი,
როცა ვინმე უცხო
გოგო ზის და ტირის.
გინდა დაამშვიდო,
მაგრამ ვერ მიდიხარ,
ბოლოს გაბედავ და
ძლიერ გერიდება.
გინდა გადაუსვა
თბილად თავზე ხელი
ცდილობ უთხრა რამე
ის კი, ტალღებს ელის...
შემდეგ გააჩერებ,
უცებ ეკითხები.
მას არ სჯერა შენი,
აღარც ეტირება.
რადგან დაბნეული
სიტყვებს ვერ არჩევ და
ალბათ ამ ჩაძირვას,
ისიც შეამჩნევდა.
ჯიბეგაფხეკილი
ვერსად ვერ პატიჟებ,
დრო კი გადაგვთელავს
ისევ მე და გიჟებს.
შემდეგ გამოჩნდება
ამტირებელი მის,
სწრაფად მოდის - მეტროს
მატარებელივით.
ის კი მისკენ გარბის
არც გემშვიდობება.
შენ კი გიწევს მიწის
მარტოდ მშვიდად ტკეპნა.
ის "შენ" თურმე ახლაც
ისევ მე აღმოვჩნდი.
მოკლე ისტორიის
წერას დღეს აქ მოვრჩი.
ისევ ხალხმრავლობა,
სადმე გადავუხვევ.
მარტო წამოვჯდები
ქვაზე და თან ხურდებს
ნელა გადავითვლი
სახეს ვერ ვივიწყებ,
ცრემლს კი წვიმად ველი
რადგან დაკარგული
მქვია მე ამ დროის!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1071 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: nikoloz qartvelis poezia, nikoloz kartveli, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, nikoloz qartveli, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartvelis leqsebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
კალენდარი
« აგვისტო 2015 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|