Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ვიხილე დღეს როგორ ხატავდი სიყვარულს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - vikhile dghes rogor khatavdi sikvar - 7 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 11:40 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 7 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ვიხილე დღეს როგორ ხატავდი სიყვარულს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - vikhile dghes rogor khatavdi sikvar


1:24 PM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ვიხილე დღეს როგორ ხატავდი სიყვარულს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - vikhile dghes rogor khatavdi sikvar
ეს ერთი, მარტივი ლექსი შემომეწერა მარ ტი -სა და კონსტანტინე ს და მათ მეგობრების საღამოზე.

ვიხილე
დღეს როგორ
ხატავდი
სიყვარულს,
გიყურე კუთხიდან,
კუთხეში ჩამომჯდარს.

მინდოდა ოდესმე
მეთქვა და სიტყვას თუ
ვიპოვი, გეტყვი მე
თუნდ გულიც ჩამოხმა,

იმას რომ მიყვარხარ
და თავს ვხრი როცა ამ
სიტყვებს ვწერ.
გული კი
სევდიან ღიმილსაც

მანდომებს როცა შენს
სიცილზე ვიღიმი,
რადგან შენ ჩემი ხარ
და ვგრძნობდი დილიდან

რაღაცას, რამაც მე
მომცა ეს უფლება
აქ ვყოფილიყავი
და მეთქვა ის ლექსი

რაც შენ მოგიძღვენი.
ახლა კი ადგილიც
მე გამოვიცვალე
რადგანაც ისეთი

მენახე ახლოდან,
როგორიც მიძგერხარ,
გიყურებ პირდაპირ
და თავს ვხრი მე მხოლოდ

როდესაც ამ სიტყვებს
ფურცელზე ვიწერ და
ვიხუტებ ოცნებებს
მე რომ მსურს მეყოლოს

შვილი და მის მერე
რაც შენზე ლექსი ვთქვი
ვერც გისმენ, გიყურებ,
ვდუმვარ და თან ვიცი

რომ ჩემი დუმილი
ეს არაფერია
შენთვის და უბრალოდ
არაფერს განიცდი.

მე კი ამ სიტყვებში,
ვიპოვი წერტილებს,
რომლებიც ამბობენ,
რაც მე დღეს დავწერე,

მაგრამ ამ წერტილის
ბოლომდეც არ მჯერა,
რადგანაც მალავენ
ჩემს უთქმენ ნამცეცებს.

ვიხილე
დღეს როგორ
ხატავდი
სიყვარულს,
და მინდა
ახლაც რომ
მე ძლიერ ჩაგიკრა
გულში!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1020 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნიკოლოზ ქართველის ლექსები, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, leqsebi poezia, nikoloz qartvelis leqsebi, nikoloz qartveli, nikoloz kartveli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0