| შოთა იათაშვილი - სიზმართან ჩავლილია მრუდად / shota iatashvili - sizmartan chavlilia mruded
 დაღლილი ფეხი ტკეპნის   თოვლის ძველ ფენას, ყვითელს,   ბინად ელოდება ქალი   მამაკაცს, სიყვარულში მყვინთველს.   მუქი ღრუბლეთიდან მორბის   უფლის დაწყვეტილი განცდა,   ფეხის გადაღლილი გეზი   ბედის მკრთალ ნიშნულებს გასცდა.   და საღამურის მხურვალებას 
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1005 / თარიღი: 2015-10-31 / 8:21 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - სიყვარული / shota iatashvili - sikvaruli
 ავიდოდი მაღლა,   დაბლა შენ რომ არ იყო.   ჩავიდოდი დაბლა,   მაღლა შენ რომ არ იყო.   რახანია   შემიბორკე ჩემთვის ბუნებრივი   ეს შვეული მოძრაობები   და რაღა დამრჩენია,   დავდივარ თარაზულად -   ზედაპირისა ვარ, ზედაპირის. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2015-10-31 / 8:17 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - სული ამოიწურა / shota iatashvili - suli amoitscura
 გაზაფხულდა მწუხარედ,   ბედი დაღმა მიცურავს,   გული ელის წუხანდელს,   სული ამოიწურა.   ჩვენი ბაღის ალუბალს   არ ატყვია კვირტები,   არ იქნება ცვლილება   არც ტანჯვით, არც კირთებით.   მაღლა ზეცა, მქუხარე,   დაბლა ქოხი, მიწური,   გული დარჩა ქუ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1035 / თარიღი: 2015-10-31 / 8:07 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ტანსაცმლის ოდა / shota iatashvili - tansacmlis oda
 არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი დედიშობილა.   ღმერთმა იგი ტანსაცმლით შექმნა.   საცვლებით, კაბით, შარვლით, წინდებით...   ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი....   როცა აცვია, სხვანაირად ფიქრობს, მეტყველებს,   სხვანაირად იღიმება, სხვანაირად უყვარს მოყვასი...   საკუთარი თავის სჯერა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1207 / თარიღი: 2015-10-31 / 8:05 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - უშანგი გაბიტაშვილის ხსოვნას / shota iatashvili - ushangi gabitasvhilis khsovnas
 მხოლოდ მზის სხივი არ ჩერდებოდა   ჩემს თვალებთან დაეჭვებული.   თავწახრილიც რომ ვყოფილიყავი,   მხოლოდ ჩემ გამო,   მილიონობით წლის წინ განსაზღვრულ   ტრაექტორიას იმრუდებდა,   რათა როგორმე თვალის ჭრილში შემოეღწია _   გაღუნული მზის სხივები,   აი, ერთი, რაც ცხოვრებამ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2015-10-31 / 7:50 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - უძრაობა / shota iatashvili - udzraoba
 ჩვენ თუ ვმოძრაობთ,   მანქანები თუ მოძრაობენ,   მზე თუ მოძრაობს,   ვარსკვლავები, გალაქტიკები,   ყველაფერი თუ მოძრაობს,   ერთადერთი კითხვაღა რჩება:   მოძრაობს ღმერთი?   და თუ მოძრაობს,   რანაირად მოძრაობს იგი?   რომელიმე ამქვეყნიურის   (ან უფრო მ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 947 / თარიღი: 2015-10-31 / 7:38 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ფანქარი ცაში / shota iatashvili - fanqari cashi
 კონვენციური   წვერწათლილი ჩემი ფანქრის   მოძრაობა ცაში ნელი   ხან ნაზია, ხან ლამაზი,   ხანაც კიდევ საშინელი.   ყველა ჩიტი იქ თავს იხრჩობს   ან-ბან-განით, განა ბაწრით,   და პოეტის ნაკვალევს ჰგავს   თვითმფრინავის განაკაწრი.   მოედება ფანქრის წვეტი 
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2015-10-31 / 3:17 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ფანჯრებს რეცხავენ / shota iatashvili - fanjrebs reckhaven
 ფანჯრებს რეცხავენ...   დაბანილი შუქი   შემოდის ოთახში. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1018 / თარიღი: 2015-10-31 / 3:17 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ფეხბურთი / shota iatashvili - fekhburti
 1.   მარდად გადაიცვი მაისური.   მარდად გახურდი.   მარდად გადი მოედანზე და ბურთს დაეუფლე.   მარდად დაარტყი,   მარდად გაიტანე გოლი,   მარდად იზეიმე,   თორემ გამოვლენ მოედნის კიდეზე   ელექტროტაბელით ხელში   და მარდად გამოგცვლიან -   გრძელია სათადარიგოთა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2015-10-31 / 3:15 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ფული / shota iatashvili - fuli
 ჩემი ფული ლამაზია.   აგერ ყვავილი, ხე, ცა,   «ჯოკონდა»,   ისინი ლამაზები არიან,   მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც.   ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები _   პატარაა და საყვარელი.   ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია,   შემიძლია გაჩვენოთ კიდეც,   და ღილ-კილოზე მივიბნიო ტიტ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1158 / თარიღი: 2015-10-31 / 3:14 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ქალაქში, მტვერში, წაიქცა კაცი / shota iatashvili - qalaqshi, mtvershi, tsaiqca kaci
 ბესიკ ხარანაულს   რა კარგია, რომ მიხვდი,   რომ დღეს ბედნიერი ხარ,   დღეს,   გადატყავებული ხელისგულებით,   ჩაჭრილი მაჯით,   დასერილი შუბლით,   ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით,   ბედნიერი ხარ,   რადგან ბოლოს და ბოლოს   ჭეშმარიტად დაეცი,   დაეც
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 995 / თარიღი: 2015-10-31 / 3:13 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ქანდაკება / shota iatashvili - qandakeba
 რამ გაყო ხელი ფეხისაგან,   რას ვარგიან უერთმანეთოდ,   სახელიც ხომ საერთო აქვთ – კიდურები,   ან: ხელ-ფეხი – უფრო მარტივად.   ალიყური თუ გტკიცა ვინმემ,   იცოდე, ხელი არ შეუბრუნო,   მეორე ლოყა მიუშვირეო...   პანღურზე ნათქვამი არაფერია,   მაგრამ ნამდვილად იგულისხმ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1000 / თარიღი: 2015-10-31 / 3:12 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ქაღალდი და "კაპიროვკა" (საბეჭდი მანქანაც) / shota iatashvili - qaghaldi da "kapirovka"" (sabechdi manqanac)
 ისინი იყვნენ მტრედები, ხოლო ჩვენ – ყვავ-ყორნები.   ვცხოვრობდით ერთად.   სულ ერთმანეთში ვირეოდით.   სულ ერთმანეთს ვეტმასნებოდით.   ჩვენი პატრონის ნაფიქრ-ნათქვამს ერთად ვუსმენდით.   ყოველი სიტყვა, რომელიც მტრედებს გულზე   ხვდებოდათ,   ჩვენს გულებსაც მსჭვალავდა ხოლმე.
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1356 / თარიღი: 2015-10-31 / 3:11 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ღრუბლები დაიშალნენ / shota iatashvili - ghrublebi daishalnen
 ღრუბლები დაიშალნენ.   ხვალ სხვა ღრუბლები შეიკრიბებიან ისევ აქ.   ბირჟა უცვლელია. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2015-10-31 / 3:10 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - შემოდგომა. მე. / shota iatashvili - shemodgoma. me.
 შემოდგომა. ქუჩა.   ქარი ფოთლებს კუჭავს.   ქარი გუბეს დღვებს.   მომენატრე დღეს.   მომენატრე გუშინ.   მომენატრე ხვალ.   ამინდია კუშტი.   ქარი კედლებს ხრავს.   ცელოფანის პარკი   დაბოგინობს ურჩი.   შემოდგომა. ქუჩა.   შემოდგომა. ცა. 
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1063 / თარიღი: 2015-10-31 / 3:09 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - შემრყევი და დამცემი / shota iatashvili - shemrkevi da damcemi
 მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ   სასტიკად შემარყია,   მაგიდაზე ყოველდღე   სირჩას ვიდგამ არყიანს.   თუ პურიც მაქვს, ხო კარგი,   მით უმეტეს - თუ ძეხვიც,   და ჩემს მსგავსად შერყეულ   ძველ მეგობარს ვეძახი.   ვზივართ ერთად, ფანჯრიდან   რტოს გავყურებთ შე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1007 / თარიღი: 2015-10-31 / 3:07 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - შორი პური / shota iatashvili - shori puri
 ადამიანი მოვიდა შენთან და ჩაგეხუტა...   პური ჩამოდო მაგიდაზე, გამოიარა რაღაც მანძილი,   მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი და ჩაგეხუტა...   ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე პურის მაღაზიაში იყიდა პური,   გამოვიდა დილის ქუჩაში,   გადმოჭრა ქუჩა, მოვიდა შენთან,   ჩამოგის
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1203 / თარიღი: 2015-10-31 / 3:03 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - შუქი / shota iatashvili - shuqi
 ანდრო ბუაჩიძეს, «გადამტყდარი ლექსების» ავტორს   ქალაქის ქუჩებში ასობდნენ ბოძებს   და ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.   საღამოობით კი ნერვები იძაბებოდა   და ქალაქში მოჰქონდა შუქი.   აქეთ იდგა ნაყინის გუბე და იქით _ სისხლის.   ნაყინის გუბეს ლოკავდა კატა,   სისხ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1000 / თარიღი: 2015-10-31 / 3:02 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ცალმხრივი მოძრაობა / shota iatashvili - calmkhrivi modzraoba
 ციკლიდან „აივნის ლექსები“   ორმხრივი იყო მოძრაობა ჩემს ქუჩაზე ჩემს ბავშვობაში.   ზოგი “ჟიგული”   გმირთა მოედნიდან   ფილარმონიისკენ ამოუხვევდა.   ზოგი “ვოლგა” ჩაუხვევდა ფილარმონიიდან   ქვემოთ,   გმირთა მოედნისაკენ.   მოძრაობდნენ, გვამოძრავებდნენ: ... 
		
			კითხვის გაგრძელება » 
 კომენტარები: 0 / ნანახია: 1133 / თარიღი: 2015-10-31 / 2:44 PM / შაბათი
შოთა იათაშვილი - ცვლილება / shota iatashvili - cvlileba
 გაჩერებაზე მდგომმა ავიხედე და   ჩემი უსახური რვასართულიანი კორპუსი,   სადაც 40 წელზე მეტია ვცხოვრობ,   საოცრად ლამაზი მომეჩვენა.   ვუყურებდი…   ვუყურებდი…   თვალი ვერ მოვწყვიტე,   სანამ ნომერმა 15-მა “მარშრუტკამ”   არ ჩამოიარა და   საქმეებისკენ არ დამიძახ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1025 / თარიღი: 2015-10-31 / 2:43 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ" / shota iatashvili - ciklidan "erotikuli haiku"
 სარეცხის თოკზე   ზეწარი რომ გაკიდა,   ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.   * * *   ყვავილებს ვრწყავდი.   წყალი მომთხოვა და   ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.   * * *   შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და   იატაკს გვის.   მე თმის ღერებს ვაცლი ბალი
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1255 / თარიღი: 2015-10-31 / 2:41 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ციმციმი / shota iatashvili - cimcimi
 ციკლიდან „აივნის ლექსები“   ადამიანები არჩევდნენ საქმეს.   პატრულის მანქანა ციმციმებდა.    ადამიანები არჩევდნენ   საქმეს.   პატრულის მანქანა   ციმციმებდა.    ადამიანები   არჩევდნენ   საქმეს.   პატრულის   მანქანა   ციმციმებ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1151 / თარიღი: 2015-10-31 / 2:39 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ცხოვრება - რეისი / shota iatashvili - ckhovreba - reisi
 ცხოვრება _ რეისი   არქტიკიდან ანტარქტიდამდე.   შუაგზაზე აფრიკა გვიძევს. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 999 / თარიღი: 2015-10-31 / 2:30 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ცხოვრების მატარებელი / shota iatashvili - ckhovrebis matarebeli
 ჩაიქროლა დღემ.   მიაბრუნე თავი,   მზერა გააყოლე:   ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.   ჩაიქროლა თვემ.   თავი მიაბრუნე,   გააყოლე მზერა:   ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან   რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.   ჩაიქროლა წელიწადმა.   მიაბრუნე თავი ერთ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2015-10-31 / 2:27 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - ჯოხი ცაში / shota iatashvili - jokhi cashi
 ციკლიდან „აივნის ლექსები“   ვიჯექი და ვუყურებდი -   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.    გაკვირვებული ვუყურებდი,   მზერას ვძაბავდი.   არაფერი იცვლებოდა -   ციდან ჯოხი ჩამოდიოდა.    დილა იყო.   აივანზე ვიჯექი და,   როგორც წესი, ვეწეოდი.   ნაწვიმ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1046 / თარიღი: 2015-10-31 / 2:19 PM / შაბათიშოთა იათაშვილი - წითელი პარასკევის ამბავი / shota iatashvili - tsiteli paraskevis ambavi
 დღეს ჩემს დისშვილებს წითელ კვერცხებზე შეავლებინეს ხელი.   დღეს წვიმს, ისე, როგორც ამ დღეს ყოველთვის წვიმდა.   ხვალ საღამოთი ნინო და მაიკო ეკლესიაში წავლენ და დილამდე დარჩებიან იქ.   მე გამახსენდება კარლოს «აღდგომა დასავლეთ საქართველოში».   მე და კარლო არ ვიყავით მეგობრები - 
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2015-10-31 / 1:52 PM / შაბათი |