Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ეს ბოლო დღეები ... / torrnike narozauli - es bolo dgheebi ... - 7 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 7 » თორრნიკე ნაროზაული - ეს ბოლო დღეები ... / torrnike narozauli - es bolo dgheebi ...


4:17 PM
თორრნიკე ნაროზაული - ეს ბოლო დღეები ... / torrnike narozauli - es bolo dgheebi ...
ეს ბოლო დღეები დამჩემდა წანწალი,
რეპს ვუსმენ და
ვთელავ თბილისის ძველ უბანს,
რომ ღამე, როგორმე დილამდე გავწელო,
რომ ხიდს ავარიდო პოეტის მკვლელობა
და აჭრილ ხასიათს გავუძლო დილამდე,
ეს ბოლო დღეებია დალევას შევეშვი
და გამოცლილი ვარ, ქვევრივით, ძირამდე,
სისხლის მიწისძვრები მიფეთქავს ხელებში.
ხშირად მახსენდები და ფეხი მერევა,
ისეც დაბნეული - ბრინჯივით ვიბნევი,
ხორცივით ამაჭრა მჭლე ბედნიერება,
უშენოდ დარჩენილი დღეების სიბნელემ.
და მეც დავეჩემე თბილისის ძველ უბანს,
ისიც დამეჩვია ბებერი ძაღლივით,
მეზობლის წუნკალებს
ყეფას რომ ვერ უბამს
ტრასების ხმაურით
დაღლილი.
ძაღლივით
მივლოკავ ნაცრისფერ ასფალტებს,
აქა - იქ მხვდებიან ბებერი ძუკნები,
დედას რომ გაჰყიდიდა ას ლარზე,
ყოველი მათგანი - უკლებლივ.
ღიმილით მიქნევენ ხმელ ხელებს,
ღიმილით მიძღვნიან რევერანსს,
და მყრალი ხორხების ხარხარი
ქალაქის ფასადებს ერევა.

ეს ბოლო დღეებია დამჩემდა წანწალი
მიმწუხრებს ვეწევი და ღამეს ვიჩხირავ,
რომ ძილი, როგორმე დილამდე გავწელო
და არ გავაღვიძო მძინარე ურჩხული...
ვაყოლებ ბორდიულს ნაბიჯებს არეულ
და ტვინში ეკლებად შენი ხმა მესობა,
მე - ხევსურს
ან უფრო თავისმკვლელ მთვარეულს,
ამ ორ დიდ და დიად უკიდურესობას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1290 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები, პოეზია, torrnike narozauli, poeti poetebi, თორნიკე ნაროზაული, leqsebi poezia, tornike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, t narozauli, პოეტები პოეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0