Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - მანდარინები / torrnike narozauli - mandarinebi - 7 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 7 » თორრნიკე ნაროზაული - მანდარინები / torrnike narozauli - mandarinebi


4:21 PM
თორრნიკე ნაროზაული - მანდარინები / torrnike narozauli - mandarinebi
მანდარინის ქერქები დავაწყვე გამათბობელზე და
სახლში მანდარინის სუნია. ზამთრის სუნი.
სიცივის სუნი. ყველა თბილი მოგონების,
რაც გამაჩნია - ყველა ერთად
გაცოცხლდა
ჩემში.

არაფერია ამ ქვეყნად სიყვარულზე ძვირფასი
და მნიშვნელოვანი საკეთებელი - თუ რამეს
ვიტყვი, როცა დრო მოვა - ვიტყვი, რომ
მიყვარდა და ვუყვარდი და
მთლად ფუჭი არ ყოფილა
ჩემი სიცოცხლე.

ხან და ხან მგონია, რომ ბენდიერებას და ტკივილს
გულის მერე ფილტვებით ვგრძნობ, როცა მტკივა
სუნთქვა მიჭირს, მძიმეა ჰაერი და მომწამლავი,
როცა მიხარია ღრმად და თავისუფლად
ვსუნთქავ და მანდარინის, სითბოსა
და ზამთრის სურნელს ვგრძნობ.

ახლა ღრმად და თავისუფლად ვსუნთქავ...
ყველას თავისუფლება და ბედნიერება მოგცეთ
თავისუფლების უფალმა - ბედნიერება
წვიმასავით დაგექცეთ თავზე!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1190 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსები, პოეზია, torrnike narozauli, თორნიკე ნაროზაული, poeti poetebi, leqsebi poezia, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli, t narozauli, პოეტები პოეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0