Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დღეს ჩემს ცხოვრებას / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dghes chems ckhovrebas - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დღეს ჩემს ცხოვრებას / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dghes chems ckhovrebas


10:25 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დღეს ჩემს ცხოვრებას / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dghes chems ckhovrebas
დღეს ჩემს ცხოვრებას არა აქვს გემო,
თუ აღმოუჩენ, ალბათ სიმწარეს.
მჟავე ძარღვებში არეულს მე რომ
შემეძლოს ისევ, ალბათ ვიწამებ.
უშენობით რომ, ვათენებ ახლა,
უშენობით რომ, ვსუნთქავ, ვაბიჯებ
უშენოდ მიწას, დღეებიც ალბათ
შეშლილს უაზროს, უფრო მაგიჟებს.
ეს ლექსიც ალბათ, წვეთია ზღვაში,
რასაც დავწერ ან დამიწერია.
კიდევ გიხილავ, ჰოდა მე მაშინ,
ჩაგეხუტები.
დარდსაც წერტილად
დავსვამ ამ ლექსში და გამოვათრობ,
შემდეგ ვიფიქრებ პატარა ბავშვზე,
რით მიგახვედრებ, აზრებს, მოვა დრო
ჩამხედავ თვალებს - მეტყვი რომ გაშრი
ჩემს მღვრიე თვალის, წვნიან იმ გულთან,
რომელიც ფეთქვის დროს უშვებს ცრემლებს,
და ჩემს ლექსებთან შეყვარებულსაც
მეპატიება თუ ახლა შენს მეტს
ვინმეს შევხედავ, რადგან არ გინდა
ჩემთან ღიმილი, ლაქლაქი თუნდაც,
მე კიდევ არაყს, ჩემს მჟავე სისხლსაც
მივაყოლებ თუ ვერ ვნახავ ხურდას.
მოკლედ გეტყვი რომ, აღარ გავგრძელდე
სტროფში ხაზებად, ფანჯარას წვეთად.
ვიცი, თუ ადრე ტყუილს მაცმევდი
ახლა მაინც მსურს, გიყვარდე. წნევამ
ამიწია...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 936 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0