Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შავ-თეთრი საღამო, ფერადი ოცნებით!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shav-tetri saghamo, feradi ocnebit!. - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 8:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შავ-თეთრი საღამო, ფერადი ოცნებით!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shav-tetri saghamo, feradi ocnebit!.


10:28 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შავ-თეთრი საღამო, ფერადი ოცნებით!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shav-tetri saghamo, feradi ocnebit!.

შავ-თეთრი საღამო,
ფერადი ოცნებით.
უშენო ჩაიდანს
დაეწვა საყურე.

ბევრი რომ დავწერო,
ალბათ შენც მოგაცდენ.
ცოტა კი არ მყოფნის,
რომ გული გავქურდო.

ყავას და ჩაის რომ
ჭიქას მე ჭიქაზე
ვიცვლი რომ გავუძლო
და ვწერო შენს სენით

მოცულმა.
ისევე
იმავე სიზმარზე,
თან უთქმელ სიტყვებსაც
ვეღარ ვწერ ლექსებით.

ამ სტროფებს კითხულობ,
არ ტირი - იცინი,
მიზეზიც არა გაქვს,
რადგან ვერ გებულობ

აზრს.
როგორც დღეს, ახლა
ამინდმაც იცის რომ,
სიმართლე ისაა,
რომ ახლაც ბედს უნდა

უმტვრიო ისრები,
ცალ-ცალკე, რადგანაც
ერთად ის ბევრია,
მაგრამ მე ისევე

გიხილე შორიდან
არ მოგი ახლოვდი,
რადგანაც მიყვარხარ,
მპატიობ...
ვისვენებ?..

ოდესმე... იმედი
არასდროს არ კვდება.
მხოლოდ მაშინ როს
ბოლოჯერ ჩასუნქვას

მოვასწრებ.
მაკლდები
როგორც წუთს - წამები,
მაგრამ დღეს არა სურს
რომ მალე დასრულდეს.

ისევე მარტო ვარ,
ფანჯარაც დავხურე.
მწამს!
- მთვარევ, შეზელილ
ღიმილსაც მომცემდი...

უშენო ჩაიდანს
დაეწვა საყურე.
შავ-თეთრი საღამო,
ფერადი ოცნებით!..




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0