მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - თავს ზემოთ წვეთები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tavs zemot tscvetebi
10:34 AM ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - თავს ზემოთ წვეთები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tavs zemot tscvetebi
|
თავს ზემოთ წვეთები გვეცემა,
ვგრძნობთ ყოველ დაცემას და თუ
შენ დილით როდესაც ეწევი
სიგარეტს ცხოვრებას ანდობ
ჩვენ მაშინ ერთმანეთს გავუგებთ,
რადგანაც მეც მიყვარს წვიმას
როდესაც არც ქოლგა და ქუდი
არ უშლის კისრამდე მისვლას.
ვაბიჯებ გუბეში რადგანაც
შევიგრძნო სიცივე უფრო
მე მხოლოდ სიტყვები დამრჩა და
უმისოდ, მის გვერდზეც ვაფრენ.
შენ დილით როდესაც ეწევი
ცხოვრების უაზრო წუთებს,
თავს ზემოთ წვეთები გვეცემა
ჯიბეში კი ვითვლით ხურდებს,
რომ ყავა ვიყიდოთ, პურიც და
კარაქზე თუ მოგვრჩა ფული,
არ ვფიქრობთ, მომავალს ხუმრობად
გავიტანთ, როგორმე თუკი
სახეს ჩვენ ღიმილსაც შევაჩვევთ
წვიმის დროს, სიცხის ან თუნდაც
როდესაც მარტო ვართ შენ და მე
ვერ ვხედავთ ერთმანეთს, ფუჭად
არ ვკარგავთ დროს ჰოდა ამ წამებს
როდესაც თქვენ გესმით ჩემი.
ჩემს გვერდზე მაშინაც აწვალებთ
საკუთარ თავებს და ხვდებით
რომ ჩუმ ხმას წვეთების, რომლებმაც,
ეს გულიც წკაპ-წკუპად გაიყვეს,
მე კი მწამს წვიმის და ყოველთვის
მაგიჟებს!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 970 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: nikoloz kartveli, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi
| რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1 | |
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|