Загрузка...
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმს. შემოდგომაა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvims, shemodgomaa... - 28 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 28 » ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმს. შემოდგომაა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvims, shemodgomaa...


10:35 AM
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - წვიმს. შემოდგომაა... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tscvims, shemodgomaa...

წვიმს.
შემოდგომაა...
სცილდები საკუთარ ქალაქს ტრანსპორტით.
ხეებსაც სცივათ – იყინებიან...
თავდახრილები,
ტოტებს უახლოებენ ერთმანეთს,
თითქოს ხელს გიქნევენ – გემშვიდობებიან.
და
სადღაც, ფუღუროს სიღრმეში,
გული სტკივათ შენთან დაშორებისგან,
განიცდიან
და
ნაბიჯით უკან იხევენ...
... ... ... ... ...
ადამიანები ვართ როგორც გულჩვილნი,
ასევე ცხოველებზე უფრო მხეცები.
შეგვიძლია,
როცა ჩვენს გაყინულ შვილს შია,
მოვპაროთ მას, პური და კვერცხი,
ვისაც მხოლოდ ორი ლუკმა გააჩნია
და
დღის ბოლოს მოგდებული ხუთ ლარამდე,
იქიდან, რითაც პურის ყიდვის შემდეგ ...
ფიქრობს მეორე დღეზე...
შეგვიძლია,
თავისუფლად ვურტყათ ნაჯახი მუხლებში საცოდავ ნორჩს ხეს,
მის ბოლო ამოსუთქვამდე,
დავარდნამდე.
მზად ხარ მოსწყვიტო დედის საფლავთან შესისხლხორცებულს
მშობელი,
რომელიც არა ზემოდან ლოცულობს მასზე,
არამედ
ძუძუს აწოვს შვილს, მეტი მოძლიერებისათვის,
ფეხზე მყარად დგომისთვის
და ა.შ..
ხეს უჭირს ფესვთან განმარტოვება.
შენ არ გესმის მისი.
მოგაქვს და აწამებ,
მკვდარს, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა
და
ცრემლები ბოლომდე არ შეშრობია,
ცდილობ დაწვა,
რადგან დასვა შვილი მასთან ახლოს,
ის კი ბოლოს მაინც
სიკეთით გიხდის პასუხს,
რადგანაც
შენი შვილის ლურჯს სახეს ადებს მხიარულ ფერს.
დებ მასზე ტაფას,
უწვავ კვერცხს და ადუღებ ჩაიდანში წყალს...

... ... ... ... ...

რეალურად კი
გარეთ წვიმს და ცივა.
სცილდები საკუთარ ქალაქს
ან სამუშაოდ,
რადგან,
საკუთარ ფესვგადგმულ კუთხეში,
ვერ ნახე – პური არსობისა,
ანდა,
უბრალოდ სასწავლებლად,
რომ გედოს სადმე თაროზე დამტვერილი დიპლომი
და მუშაობდე ვინმეს მუშად,
რადგან სპეციალობით არავის სჭირდები ამ ქვეყანაში,
რადგან განათლება და საქმის ცოდნა არაა მთავარი,
რადგან დასაქმდნენ ნათესავები და ახლობლები,
დანარჩენები კი ვისაც არ უყვარს წვიმა,
არ მიეცეს იმის საშუალება,
რომ ლუკმა პურისთვის გასულს მაღაზიაში დასველებას უშველოს ქოლგამ.

ზიხარ ტრანსპორტში
და
თუ შენც გრძნობ ხეთა სიცივეს,
ტოტების მხრებივით ჩამოვარდნას,
დაკიდებას სხეულზე,
და
გაჟრიალებს მათი სიცივე,
როცა თვითონ გაცვია მაისური,
ქურთუკი,
შარვალი,
თბილი ფეხსაცმელი
და ა.შ..
მაშინ გესმის ჩემი!..
... ... ... ... ...

ჩემი გაგება ძნელი,
თუ
ჩემსავით არ გაგირეკია ოდესმე,
რადგან
ვარ მართალი თავიდან – ფეხებამდე,
გიჟი ყოველი სისხლის წვეთამდე.

... ... ... ... ...

ზოგს ისევე ფეჩი ათბობს,
ზოგს გაზის გამათბობელი,
ზოგს ათბობს ერთმანეთი,
სითბო, რომელიც მწყურია..

ზოგს სიცხე აქვს,
მაგრამ ათბობს სიცივეში ყოველი წვეთი,
რომელიც შიშველ თმაზე ეცემა!..




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1278 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nikoloz kartveli, leqsebi poezia, ნიკოლოზ ქართველის პოეზია, ნიკოლოზ ქართველის ლექსები, nikoloz qartveli, nikoloz qartvelis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0