Загрузка...
მარეხი მემანიშვილი - წუხელ სიზმარში გნახე / marekhi memanishvili - tscukhel sizmarshi gnakhe - 29 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » მარეხი მემანიშვილი - წუხელ სიზმარში გნახე / marekhi memanishvili - tscukhel sizmarshi gnakhe


9:02 PM
მარეხი მემანიშვილი - წუხელ სიზმარში გნახე / marekhi memanishvili - tscukhel sizmarshi gnakhe


წუხელ ჩემთან ერთად ღამემ გაათია,
მისი თანაგრძნობა ჩემს თვალებს ატყვია,
გული საგულემაც ვეღარ ჩაატია
გადიდგულებულა სრული აპათია.
როცა საკუთარი ჩრდილის მეშინია,
შენი დასიზმრება უკვე ღალატია.
ერთი გული მქონდა, ორად გაგიყავი
ჩემი ნახევრითაც მკერდში ჩაგიკარი,
მერე სარეცლიდან ხელი გადმოვყავი,
მომესურვილე და არსად არ იყავი.
იცი_ როცა სიზმარს შენი სუნი ასდის,
გული საგულეში თავისთავად ჩადის
ბნელი ღამეც მაშინ თეთრად მეჩვენება
ფერად სამოსს იცვამს ყველა მოჩვენება.

ნუღარ მესიზმრები, თვითონ მოდი კართან
თორემ ღალატისთვის მე დავარღვევ აღთქმას
ადრე რაც კი მქონდა ნდობით მოცემული
სახლის ოთხი კუთხე_შენთვის ბოძებული.
ღამის თანაგრძნობა_ჩემს თვალებს ატყვია,
შენი დასიზმრება_უკვე ღალატია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 982 | დაამატა: mareximemanishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0