Загрузка...
მარეხი მემანიშვილი - მე ზღვა ვარ / marekhi memanishvili - me zghva var - 29 ოქტომბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 9:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » მარეხი მემანიშვილი - მე ზღვა ვარ / marekhi memanishvili - me zghva var


9:04 PM
მარეხი მემანიშვილი - მე ზღვა ვარ / marekhi memanishvili - me zghva var


მე ზღვა ვარ
მე ზღვა ვარ , ზღვა და ამ ზვირთების მას ეშინია
ვინც ჩემს ტალღებში სურვილების გამხელას ბედავს
დასაბამიდან ვარ გულგრილი ყველა მოკვდავის
ვინც მეხება და არ ფიქრობს, რომ ალერსი მინდა

ჰო მე ზღვა ვარ, ზღვა!
ბევრი წყლით და ჟანგბადით ცოტა
და როცა სუნთქვას დავაპირებ, ფილტვები მტკივა
თუმცა ვინა თქვა, რომ მე ვსუნთქავ...ეს ხომ ოხვრაა,
დაბადებიდან ასეთია ყველა ზღვის ოხვრა.

მე ზღვა ვარ , ჰო, ზღვა!
დაობლებული, უდედმამო და უთვისტომო,
სავსე პირამდე ბევრი ტკივილით ...
უცრემლოდ ვღელავ, უცრემლოდ ვტირი..
(ცრემლიც მლაშეა ამ ტკივილივით)

სამკაულებად ავიკიდე ზღვის ნიჟარები,
და ვბერავ ფილტვებს , ვიკავებ სუნთქვას,
როგორც იმ ტკივილს
რომლითაც ვმარხავთ დედას და მამას,
რადგანაც ვიცით , ვეღარსად ვნახავთ....

მე ზღვა ვარ!
ზოგისთვის მხოლოდ აზვირთებული , დაუნდობელი
აღელვებული , ცბიერი და ვერაგიც კი ვარ...
მაგრამ შენს გამო , დედამიწავ, შვილების გამო,
ვიქნები მშვიდი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1011 | დაამატა: mareximemanishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0