გინახავთ, როგორ წერს ძვლები ისტორიას? გმირები უსახელოდ ან როგორ კვდებიან? მათი სახელები ფურცლებს ვეღარ მისწვდა და ყველა ეტრატზე მხოლოდ ლანდებია...
გაგონილს ნანახი სჯობია ათასჯერ, და მემატიანე ფიქრობდა ამაზეც... მაგრამ ცოდვა-მადლის წუხილში ჩავარდნილს თავს რა გადაუხდა, არ ვიცით აქამდეც...
რამდენჯერ მუცოსწყალს გამოსცდა ბუბონა, იმდენჯერ არღუნმა იგრძნო ღრმა ტკივილი, დედას შვილს აშორებს , დას_ძმას და ახლობელს, გენის გადარჩენის ძლიერი სურვილი. (აკლდამას ჩასახლდნენ ჯერ ისევ ცოცხლები , და ხმამაღლა გოდებს გვარი სისვაურის.)
ამბობენ , მთის სული უდრეკი განძია, არ ტყდება, არ ცვდება უბრალოდ , ადვილად, ჩონგურს ააკვნესებს მთის კაცი, მოხუცი ლამაზად სიკვდილით აჯობა მთის ავდარს.
ბადიში ეგულვის, წყალგაღმა, მთისუბანს, იქნება გაღვივდეს მის თესლზე ნაყოფი. იქნებ დაამარცხოს ჟამი მისმა გენმა, სურვილი დიდი აქვს სიკვდილთან არყოფნის
იმედით არ ცხრება მკლავები, მოღლილი, ატირებს ჩონგურს და იოგებს ხმით ძაბავს, ვიდრე დააუქმებს მის მკლავებს სახადი, ირგვლივ მყოფთ ამხნევებს, ვიდრე სული უდგას.
ქარაფს შეხეთქებულ არღუნს და მუცოსწყალს ახსოვს აკლდამების ტირილი, გოდება. ძვლებით დაიწერა მათი ისტორია... ცოცხლად დაიმარხა გვარი სისვაურთა...
ვერსად წაიკითხავთ სხვაგან ამ ბალადას, რომელიც დაწერა თვითონ მათმა ძვლებმა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..