მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 29 » მარეხი მემანიშვილი - კონტრასტული ლექსი / marekhi memanishvili - kontrastuli leqsi
9:31 PM მარეხი მემანიშვილი - კონტრასტული ლექსი / marekhi memanishvili - kontrastuli leqsi
ყველა ხეიბრის რომ მქონდეს ყნოსვა , მახვილი სმენა კაცის, ბრმობილის რწმენა ყველაზე ურწმუნო მოგვის, იუდასავით ვიყო ერთგული...
აღელვებული ზღვასავით მშვიდი და დამთმენივით მოუთმენელი მიძგერდეს მკერდში ცეცხლივით ცივი გული პატარა, თუმცა კი დიდი... ერთგულებისთვის თუ გიღალატებ, სიყვარულში თუ გავცვლი სიძულვილს, არარსებული ფერთა პალიტრით ჭრელი ნახატით ავავსებ ტილოს...
რად მინდა ენა , როცა ვარ მუნჯი ანდა ლექსები, მე ყრუ ვარ როცა, მაგრამ მე ჩემი საქართველოსთვის მუდამ ვილოცებ, მასწავლეთ ლოცვა!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1022 |
დაამატა: mareximemanishvili
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|