Загрузка...
მარიამ ყულიჯანიშვილი _ პაპის ანდერძი ვაჟ შვილიშვილს - 25 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 7:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 25 » მარიამ ყულიჯანიშვილი _ პაპის ანდერძი ვაჟ შვილიშვილს


8:46 PM
მარიამ ყულიჯანიშვილი _ პაპის ანდერძი ვაჟ შვილიშვილს


პაპის ,,ანდერძი“ ვაჟ შვილიშვილს!
როცა სამყაროს დავტოვებ აქა,
ვით ავაზაკი წარვსდგები ღმერთთან,
შენ სწორედ ამ დროს ამ ანდერძს ნახავ,
და სიხარულად იცვლება სევდა...
გთხოვ, ცრემლს ნუ დაღვრი, ილოცე ჩემთვის,
რათა მართალი წარვსდგე ქრისტესთან,
გთხოვ, მომაყარე მიწა მე, პეშვით,
ნუ დაიცლები გლოვის სიტყვებად!
ჩემი ცხოვრების იმ ბილიკს ვხედავ,
სადაც რომ მარტომ ვწიე ჭაპანი,
ზოგგან ზეციერს საყვედურს ვბედავ,
ტყუილში ,,ვცურავ“ ცამდე მართალი!
ეს ნაკვალევი სულმთლად წაშლილა,
ხო,...გამახსენდა..დავეცი ძლიერ,
მახსოვს სამყარო როგორ მწამლიდა,
ღვთისთვის სალოცავს მართმევდა სიტყვებს!
ბევრჯერ ვეცადე მე წამოდგომა,
მიწაზე გართხმულს არ მქონდა ძალა,
მაგრამ შევძელი და შევხვდი ,,იებს“
თუმც კი მალევე კვლავ წამოთოვა..
ასე გაგრძელდა მრავალგზის მერე,
ვწვალობდი მუდამ, კვლავ აქამომდე,
ხან მყარად ვიდექ, და ხან კი ვეგდე,
თუ ვიყავ ცოცხლად-სხვა გზაც არ მქონდა!
ხოდა ისმინე ჩემი, პატარავ,
სიყვარული და სიკეთე სთესე,
და ამ რთულ გზებსაც მალე გაკვალავ,
ოღონდ არ შეკრთე და არ დანებდე! ! !
ნუ მოიძაგებ შენს წმინდა მამულს,
წინაპართ სისხლით გაპოხილ მიწას,
მოყვრის მტრობისთვის ნუ ,,დაღლი“ მაგ გულს,
არ დაივიწყო ,,კაცური სიტყვა!“
გთხოვ, ორგულობა, ფარისევლობა,
არასდროს იყოს შენი მეგზური,
არ დაგეკარგოს შენი ,,მეობა“,
და პრინციპების იყავ ერთგული!
იცხოვრე ისე, თითქოს კვდები ხვალ,
თითქოს დათვლილი არის წამები,
ნუ გაუწყრები მოძმეს, თუნდაც სხვას-
ცოდვაზე-რაც რომ შენც გაქვს ნაგემი.
ეცადე იყო ეტალონი შენ,
მშობელთა შორის, შენი შვილისთვის,
დედ-მამის ზრუნვას თავშეკლული ძე,
შენი მეუღლის თანამეგზური!
,,უკანასკნელი იქნება პირველ“-
დაიმახსოვრე მაცხოვრის სიტყვა,
მოთმინებითა კვლავ ჯვარი ზიდე,
და მოწყალებას ელოდე ციდან!
შენ შეუგრაცხყვეს? სულმთლად გაგთელეს?
არ მოელოდი მეგობრის ღალატს?
ნუ გაიფიქრებ: ,,როგორ გაბედეს?“
და ვერც სხვა ზრახვა ვეღარ შეგბღალავს!
დროს ნუ გაიყვან უქმად ჯდომაში,
აკეთე რაღაც, შექმენი რამე,
სჯობს დაიღალო უქმად შრომაში,
ნუთუ ირგვლივ კი ცოტაა საქმე?
ცოდნა მიიღე, იყავ ბეჯითი,
და თუ ნიჭი გაქვს-გზა მიეც ფართო,
ადამიანად ხარ შენ შექმნილი,
ცხოველისაა ჭამა-სმა მარტო!
და მიჯნურობის როს მოვა ეს დროც,
სული ეძიე სატრფოში მარად,
ნუ ამჯობინებ მას ლამაზ ფეხ-ხორცს!
ტკბილ ,,სიტყვა-კონა“ ნუგირევს თავგზას!
ეძიე ქალი-ნაზი ქმნილება,
ვის მანდილსაც რომ ყველა სცემს თაყვანს,
ვისაც შენს გარდა არვინ სჭირდება,
დედობრივ ზრუნვით დაარწევს აკვანს!
ეძიე ქალი-ვინც რომ მიგიღებს
როგორიცახარ სწორედაც ისეთს,
და შენსა შეცვლას სულ არ დაიწყებს,
ვინც შენს დარდებსაც უთქმელად იგებს!
ნუ მიატოვებ როცა მიაგნებ,
და უერთგულე მარადჟამს, ყველგან,
გრძნობა დიადი-მისი იწამე,
და არ ეძიო ნუგეში სხვებთან!
მაინც დადგება სიკვდილის ჟამი,
(მაგრამ მინდა კი რომ იდღეგრძელო)
ზეცად აღაპყარ თვალები წამით,
თქვი: ,,ყველაფრისთვის მადლობა ღმერთო!“
აბა, ძვირფასო, შენ იცი ახლა,
მყარად იარე, მტკიცედ და მართლად,
აგსრულებოდეს სულყველა ნატვრა,
არდროს ივიწყო რაც კი რამ გწამდა!!!

მარიამ ყულიჯანიშვილი...02/02/2015


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1304 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0