| ჯიმშერ ბედიანაშვილი - ემიგრანტის სევდა / jimsher bedianashvili - emigrantis sevda
 მიჯობს ისევ კაცი მერქვას   მართალი და უბრალო,   ჩემი წილი ცოდვა მეც მაქვს,   მომიტევე უფალო!   ვერ გავყვები კაენის გზას,   ვკიცხავ ცრუს და უგვანოს,   სული სხეულს გაემიჯნა,   ისევ მამულს უგალობს.   ჰე, მამულო! რატომ მრიყავ?   ვეღარ გავძლებ უშენოდ!   ქ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1540 / თარიღი: 2015-12-14 / 2:43 PM / ორშაბათიჯიმშერ ბედიანაშვილი - როცა სამშობლო ასე შორს არის / jimsher bedianashvili - roca samshoblo ase shors aris
 უკვე არ მახსოვს სულის მგოსანი, _   ოცნება ლაღად ფრთებს როდის შლიდა?..   როცა სამშობლო ასე შორს არის,   რა დამაძინებს ლოგინში მშვიდად!..   კვლავ მესიზმრება მტკვრის სანაპიროს   გაღმა-გამოღმა ლამაზი ხედი   და დავიწყება რომც დავაპირო,   გავხდე მორჩილი საკუთარ ხვედრის –
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1472 / თარიღი: 2015-12-14 / 2:40 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - გულში სათქმელი / gvanca jobava - gulshi satmeli
 ერთხელ მეც ვიყავი შაოსანი,   მერე მზემ ღრუბლები გადაყარა.   ერთხელ მეც წამექცა ჩემი ძმა და,   მიწა მოაყარეს ალყა–ალყა...   მალე აშუშებსო ნაჭრილობევს... 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1374 / თარიღი: 2015-12-14 / 2:33 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - დგანან სახლები ზურგით / gvanca jobava - dganan sakhlebi zurgit
 აღარავინ დარჩა ქალაქში,   ნასახლარებად გადაიქცა ყველა უბანი,   ყველა სახლი გახდა წყვდიადი,   და ჰაერი კი – წარმავალი   ყველა ქუჩაზე.   ვიმარაგებ ბოთლში, ქილაში,   ყველა უჯრაში,   რომ ვიცხოვრო ორი დღით მეტი,   ვიდრე ამბობენ,   მეტი არ მინდა.   ისინი წ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2015-12-14 / 2:32 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - საათის ისრები / gvanca jobava - saatis isrebi
 მა, ახლა შენ გძინავს...   მე ისევ შენს საწერ მაგიდას ვუზივარ   და ისევე მინთია მაგიდის ნათურა,   როგორც ყოველ ღამე.   ვწერ ყოველ ღამე,   ხან რას, ხან რას,   და შენი სუნთქვა   სივრცეს ასხლეტილი მზის სხივივით   პირდაპირ ჩემს მაგიდას ეცემა,   წუთში ოცდაათჯერ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2015-12-14 / 2:31 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - შენ მე მიღალატე ომთან / gvanca jobava - shen me mighalate omtan
 შენ მე მიღალატე ჩუმად,   წამის მეასედში გაქრი,   მე გამოგეტირე, როცა   ზეცამ გაგიტაცა ისე,   სიტყვაც ვერ გავიგე, რა თქვი.   თუმცა დაგიჯერე, რადგან   ბოლო ამოსუნთქვის ფასად,   მუჭში ჩამიტოვე შვილი.   როცა ვიძინებთ, შენ გვივლი,   როცა ვიღვიძებთ, შეშლი
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1265 / თარიღი: 2015-12-14 / 2:30 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - დაგუბებულ გაზაფხულებს... / gvanca jobava - dagubebul gazafkhulebs...
 "შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა,   შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."   ოთარ ჭილაძე   წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს   ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,   გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი   შიგნით შემოპარულ უმადურებს.   სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,   ცაზე რიგრი
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1212 / თარიღი: 2015-12-14 / 2:29 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - თავი მიაბრუნე... / gvanca jobava - tavi miabrune...
 ვდუმთ და ... არაფერი,   ვყვირით... არაფერი,   ვცოცხლობთ შერისხულნი,   ვკვდებით დანანებით.   ჩემი ფანჯრებიდან   ომობს შემოდგომა,   შენი ფანჯრებისკენ   უკვე შემოთოვა.   დილა, დილის ლოცვა,   ყავა, თბილი პალტო,   ქუჩა, სამსახური,   მინდა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1099 / თარიღი: 2015-12-14 / 2:27 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - ლაზარე / gvanca jobava - lazare
 ჩემი შვილი ხარ,   სახელად ლაზარე.   გაჩნდი სწორედ მაშინ,   როდესაც ცამ და მიწამ ერთ დღეს გაცვალეს როლები,   ამოყირავდა დედამიწა,   და შენც უხმოდ, უცრემლოდ, გამოგორდი ზეცაზე,   სითბო ჩამეღვარა ფეხებშუა,   ჰოდა, შეუცნობლად ავიღე ეს სითბო   და ღრუბელქვეშაგებში გა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2015-12-14 / 2:27 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მასხარა / gvanca jobava - maskhara
 იცი, როგორი დიდგულაა დედამიწა   ჩემი ფანჯრიდან?!..   ამომიჩემა...   ვხუჭავ ფანჯრებს, დარაბებს, თვალებს,   ვხუთავ ოთახს და ვეღარც ვსუნთქავ,   ვეღარც ვანათებ.   გამომიყენა,   თითქოს ჩემმა არარაობამ   და მომატყუა,   და დამაჯერა,   რომ სიყვარული ანგრევს 
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2015-12-14 / 2:26 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მე თასმინი ვარ / gvanca jobava - me tasmini var
 მე თასმინი ვარ   მე თასმინი ვარ _ ებრაელი,   ფაშისტების სასაკლაოდან...   გამოვაღწიე...   მე თასმინი ვარ _ თავჩაღუნული   თქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით,   თავი ასწიე,   გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთ   შენს მშობელ მამას!   თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთან 
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2015-12-14 / 2:24 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მედღეხვალიე / gvanca jobava - medghekhvalie
 მეივნისე ვარ, მეწვიმე და მედღეხვალიე,   ალპინისტი ვარ ერთხელ ყოფნის, ერთხელ სიკვდილის.   მათხოვარი ვარ ქუჩის კუთხის მე დღეს, ხვალ ისევ   კაბა მაცვია გულ-ზვიადი. მიწა მიკივის:   მტკენს შენი მძიმე ნატერფალი, წადი, გამშორდი,   სხვაგან გადარგე შენი ნაყოფი, სხვაგან ახარე.  
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1047 / თარიღი: 2015-12-14 / 2:23 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მთაში / gvanca jobava - mtashi
 მთაში აცივდა, აცივდა მთაში,   გულდაწურულმა ზაფხულმა თითქოს   ფერუმარილი წაიცხო ზამთრის.   ახლა წვიმისგან შეწევნას ითხოვს,   ჩამომბანეო...   მთაში გაწვიმდა, გაწვიმდა მთაში,   თითქოს ზაფხულის ძახილზე უფრო   გადიდგულდა, ვით ცელქი ბავშვი,   დედის წინ ღვარცოფს ცრემ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1037 / თარიღი: 2015-12-14 / 2:21 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მოვა იოანე… და მოვა იესო… / gvanca jobava - mova ioane... da mova ieso...
 მაშ რა აზრი აქვს   “აწმყოს, რომელიც ერთ წამში   უკვე წარსულად გადაიქცევა”…   სჯობს ხელებს ისევ ჩავყოფ წყალში,   იქ შევინახავ,   სანამ წყალიც არ დაბინძურდება,   სანამ ჯერ კიდევ მერქმევა ბავშვი,   სანამ სხეული აღმზრდის პილატედ -   რწმენის ბოლო აგურს არ დავშლი, <
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1169 / თარიღი: 2015-12-14 / 2:20 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - ოსანა, სტეფანწმინდას! / gvanca jobava - osana, stafantscmindas!
 ბუმბერაზ მთებზე ავიტანე დაღლილი სხეული,   ოსანა, სტეფანწმინდას, გერგეთის სამებას!   თითქოს ბარს შევატოვე გეენა ცეცხლოვანი,   ოსანა, მაღალთა შინა, ოსანა წამებას   უფლისათვის, - გალობდა ზეცით სტეფანწმინდა.   ივნისის ჩაჟამებულ თოვლივით შელახული   სული მომაქვს, უფალო, და შვ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 993 / თარიღი: 2015-12-14 / 2:18 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - ტყუპისცალი / gvanca jobava - tkupiscali
 ჩემი ტყუპისცალი არ მასვენებს...   ვერასდროს ვემთხვევით...   მე რომ წინ მივდივარ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება,   მე რომ მიხარია, ის მუდამ ტირის,   მე რომ ბეჯითი ვარ, ის ამ დროს ზარმაცობს.   მე რომ მძინავს, იმას ღვიძავს,   მე რომ ვჩხუბობ, ის საშინლად მშვიდია,   მე რომ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2015-12-14 / 2:18 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - უთუოდ მოთოვს / gvanca jobava - utuod motovs
 თითქოს ამაღამ უთუოდ მოთოვს,   თითქოს დამიგებს ზამთარი ლოგინს,   მეტყვის, რომ გუშინ ავად ვიყავი,   შევეკითხები: მოვრჩები როდის?   თავს ამარიდებს. არ გამცემს პასუხს.   თოვლში დაკარგულებს აწვენენ მხოლოდ,   მაღალი სიცხით, დაბალი წნევით,   ჩვენივე თავთან მუდამ რომ ვომობ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1081 / თარიღი: 2015-12-14 / 2:16 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - უსახელო პოეტს / gvanca jobava - usakhelo poets
 ამ დილით ბიჭი გადმოხტა სახურავიდან.   ალბათ ახლა უკვე დასტირის დედა   სხეულს სულის გამმეტებელს.   ცხრამეტი გაზაფხული რომ დაჰყოლია ბედად.   პოეტი ყოფილაო... წვიმასავით გადაესხა   მთელ ქალაქს ახალი ამბავი.   ქალაქმა ქოლგები მოიმარჯვა და აიცილა,   ჩამოცურდა ქოლგ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 984 / თარიღი: 2015-12-14 / 2:16 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - ხელების ტანგო / gvanca jobava - khelebis tango
 მე და შენს შორის განსხვავება არის მასალა,   რომლითაც ვშლით და ვაწყობთ   ჩვენ–ჩვენს დედამიწას...   მე და შენ ვართ ორნი ერთი საერთო ჰაერით,   მანამდე, სანამ გვიდგას საერთო მაგიდაზე   ჩვენ–ჩვენი ყავის ფინჯანი.   ვსვამთ იშვიათად. უფრო მაშინ, როცა გულში   სათქმელს ვალაგ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1003 / თარიღი: 2015-12-14 / 2:15 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - პატარა ნავი (ხელოვანს) / gvanca jobava - patara navi (khelovans)
 ამბობ, რომ თამაშობ წვიმას,   ამბობ, რომ ქვიშის ლექსებს წერ...   და მიაქვს ისინი ზღვას...   მე კი მივდივარ ზღვასთან,   ვაგროვებ კენჭებს – შენს ფერს,   და მინდა ზღვამ თვითონვე თქვას,   რომ მეტამორფულია შენი სიტყვები,   რომელსაც პარავს თავის ნაპირებს...   მეტამორ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2015-12-14 / 2:14 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები... (პოეტის ტრაგედიას) / gvanca jobava - mzisken amifrindnen toliebi... (poetis tragedias)
 ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...)    მზისკენ ამიფრინდნენ თოლიები,   მზისკენ ამიკენკეს განაჩენი,   გუშინ ჩე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1226 / თარიღი: 2015-12-14 / 2:12 PM / ორშაბათიგვანცა ჯობავა - განვლილი გაკვეთილი (მარიამს) / gvanca jobava - ganvlili gakvetili (mariams)
 მე თავშესაფარში დავიბადე,   აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე,   ბევრს ალბათ ჰგონია, რომ   იმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე,   მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე.   არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდა   ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა,   ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2015-12-14 / 2:10 PM / ორშაბათიკორნელი სანაძე - საყვარელ ქუჩაზე / korneli sanadze - sakvarel quchaze
 გაირღვა ღრუბელი და მთვარე _ გოლიათს   სხივები მოსტაცა, ქუჩებში დაჰყარა,   მივდივარ, მივყვები და ასე მგონია   ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა.   საყვარელ ქუჩაზე ბრწყინვალე თვალიანს   მივყვები, მომყვება ხეივნის აჩრდილი,   საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია,   მრავალი ქალი
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1447 / თარიღი: 2015-12-14 / 2:00 PM / ორშაბათიკორნელი სანაძე - გახსოვს/ korneli sanadze - gakhsovs
 გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი,   ხეთა შრიალი, ყვავილთა თოვა.   გაზაფხულის ცა, თეთრი ზამბახი,   იისფერი თმა, ბაგეთა თრთოლვა,   შენ შეიხსენი მარჯანის მძივი,   მზის ამოსვლისას ბალახში ვკრეფდით,   და გვასველებდა წვეთები წვიმის   და ვგავდით მტრედებს...   და გვაკლ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1276 / თარიღი: 2015-12-14 / 1:59 PM / ორშაბათიკორნელი სანაძე - რა მიყვარს? / korneli sanadze - ra mikvars?
 რა მიყვარს? _ ჩემი ზვიადი მთები,   ჩემი ქვეყანა მზით მონანავე,   წიფლების ძირში ლურჯი იები,   მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ.   მიყვარს ტატნობი, ტბაში ვერხვები,   განთიადების იდუმალება,   მთებში ჯანღი რომ შემომეხვევა   და მოლაღურის მესმის გალობა.   მიყვარს
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1183 / თარიღი: 2015-12-14 / 1:58 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - დედას / dimitri machkhaneli - dedas
 ნუ სტირი, დედავ, ტყვედ-ქმნილო,   ნუ გაგტეხია გულია,   აღზდექ, გასწორდი წელშია,   ვით ალვა, ედემს რგულია,   დალეწე მტრისა ბორკილი,   დუშმანს გაუფრთხე სულია,   და დაიბრუნე დიდება -—   ღალატი დაკარგულია.   მას უალერსე მშობლურად,   ვინც შენი მოყვა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1002 / თარიღი: 2015-12-14 / 1:46 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - ვედრება / dimitri machkhaneli - vedreba
 შენ გევედრები, ზენარო,   შენგან მოველი შველასა,   მომეც ძალი და შეძლება,   რომ ვანათებდე ბნელასა.   შავ-კუნჭულებში მიმალულთ   მგლებს, გველა-ძუებს, მელასა,   ქვე-მძრომებს თავ-ლაფიანებს   წამოვახტუნდე ყველასა —   და მივუსევდე მწევრებსა   ალმასის
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 996 / თარიღი: 2015-12-14 / 1:45 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - მესტვირე / dimitri machkhaneli - mestvire
 საქართველო მოვიარე,   ვადიდე და ვაძლიერე;   ზღვის ოდენა შაირები   სტვირით გავაქვეყნიერე.   დედა-ენაც გავამდიდრე,   კილო გავუმშვენიერე;   გავატკბილე, გავათაფლე,   გავამადლნაყოფიერე;   ტანჯულს გული მოვუშაქრე,   მკვდარი მოვასულიერე;   ჭკვიან
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1280 / თარიღი: 2015-12-14 / 1:45 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - ნაწყვეტები / dimitri machkhaneli - natskvetebi
 ... ნუ მეტრფი ქალწულს,   ჭაბუკო   ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,   ნუ ამბობ: შემიყვარეო;   ჯერ მიჩვენე რამ გმირობა,   ქვეყანა ანეტარეო,   დაჩაგრულ მოძმეთ უშველე,   სიცოცხლე გაიმწარეო   და მერე ჩემი მშვენება   მალამოდ მოიხმარეო.   ნუ ჰგმინავ, 
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2015-12-14 / 1:44 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - ორი სურათი / dimitri machkhaneli - ori surati
 I   ქარი ჰბერავს, ქარი ღმუის, ზუზუნებს;   ჩვენს ბუხარში ცეცხლი მკვახედ გუგუნებს,   დედა მწვადს სწვავს, “ნანა ვარდოს” დუდუნებს;   ბოლთის ცემით მამა ტკბილად ღუღუნებს;   ბუხრის ძირას ბებია ზის, წუწუნებს;   მის კალთაში კატა ნაზად კრუტუნებს.   II   მოკვდა მამ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2015-12-14 / 1:44 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - ოჰ, რად არ მიეც გამჩენო / dimitri machkhaneli - oh, rad ar miec gamcheno
 ოჰ, რად არ მიეც გამჩენო,   კაცს გონი სიბრძნის მფლობელი   და გული სხვისა ჭირისა   თავისს ჭირსავით მგრძნობელი,   შევიბრალებდით ერთმანეთს,   მაშინ ვით და-ძმა მშობელი,   არ ექნებოდა არავის   ვაება მოსათხრობელი. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1034 / თარიღი: 2015-12-14 / 1:43 PM / ორშაბათიდიმიტრი მაჩხანელი - აღსდექ, მწერლობავ / dimitri machkhaneli - aghsdeq, mtscerlobav
 დაჟანგდი, ხმალო, ჩასველდი, თოფო,   წავიდა თქვენი დრო და დღეობა,   აღზდექ, მწერლობავ, და გაგვიწიე   მოსამართლობა, ძმობა, მზეობა.   გაჰქრი, მტერობავ, ჩაძაღლდი, შურო,   დღეს დრო დაგვიდგა განათლებისა,   აღზდექ, მწერლობავ, და ამოფხვერი   ყოველი თესლი ბოროტებისა. <
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 922 / თარიღი: 2015-12-14 / 1:41 PM / ორშაბათიგიგა ლაბარტყავა - ეპიტაფია / giga labartkava - epitafia
 ჰეი, შენ მგზავრო, მოდი შესვი ჩემი წყაროდან   და ამისრულე მიწიერი ბოლო სურვილი,   მეც ვიცოცხლე და გავემგზავრე ამ სამყაროდან,   დავტოვე წყარო,   რომ დაგეცხრო გამვლელს წყურვილი!   შესვი სიცოცხლით გაყინული წყალი ანკარა,   და ჩემი სულით შეივსები, დალიე, მიდი,   ყოჩაღ! მ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1230 / თარიღი: 2015-12-14 / 1:38 PM / ორშაბათიგიგა ლაბარტყავა - როგორც დავინჩი უმზერს ჯოკონდას / giga labartkava - rogorc davinchi umzers jokondas
 მხოლოდ იმ ერთ ქალს ვეტრფი პირადად,   მარად უჭკნობი გრძნობის საკადროდ,   მან ერთგულება შემომწირა და,   უერთგულება როგორ ვაკადრო?   მე დავიჭირე დემონი კუდით,   და მივაწყვიტე ღირსების კედელს,   მანდილოსნებო, თუ ვინმეს გსურდით,   ვერ ეღირსებით ვერც ერთი შედეგს!!! 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1031 / თარიღი: 2015-12-14 / 1:37 PM / ორშაბათიგიგა ლაბარტყავა - სხვისი არ გეგონოს! / giga labartkava - skhvisi ar gegonos!
 სხვისი არ გეგონოს, სწორედ რომ შენია,   ამ ცოდვილ სტროფებში შთანთქმული გენია,   მითხარი სიცოცხლევ, ნუთუ არ გტკენია?   ნუთუ არ გწყენია? ნუთუ არ გრცხვენია?   ვერავინ ჩასწვდება შენს გარდა სრულიად,   ამ სევდას უჩუმრად რამდენი უვლია,   რამდენი რულია, რამდენი თქმულია,   რ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1414 / თარიღი: 2015-12-14 / 1:36 PM / ორშაბათიგიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso
 ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!   რად მეურჩები?!   გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,   მომანდე შენი სანუკვარი   მარწყვის ტუჩები,   რომ უწრფელესი,   ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!   რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!   რამ გაგაცივა?!   ნუთუ გგონია,   გულისძა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2015-12-14 / 1:35 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - კონცერტი / karlo kacharava - koncerti
 ეს სწორედ მულტფილმი გახლავთ. ქალის ლიფების მოძრავი კოლაჟი.   მუშა, რომელიც სათამაშო ცხენის თვალებს ღებავდა -   და ჩინელი ვუნდერკინდი, მწერთა შემგროვებელი.   წინა რიგებში ხელები ასწიეს მისალმების ნიშნად,   როცა "ყაჩაღის ბალადა" დაიწყო.   სცენაზე ცხვრის მოჭრილი თავი მიამაგრეს.
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1063 / თარიღი: 2015-12-14 / 1:23 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - მოსკოვური ღამეები / karlo kacharava - moskovuri ghameebi
 მე მახსოვს ეს ჰიბრიდი, მაზერელის ქალაქში მოცეკვავე   გუსტავ მორის სალომეა და სტრინდბერგის მოჩვენებები.   მოსკოვში ტაქსიდან დანახული ძლივსშესამჩნევი თოვა.   გლაზგოდან ჩამოსული ემა ბევრს ლაპარაკობს რუსეთზე.   ღამეა, როცა ღამეა.   ბესტუჟევის ქუჩაზე კი ათვალიერებენ ჩემს ალბომს <
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1003 / თარიღი: 2015-12-14 / 1:23 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ორი ეპიზოდი / karlo kacharava - ori epizodi
 ყმაწვილი შორიდან უყურებს ტელევიზორს.   მერამდენედ ესაუბრება მოცეკვავეთა ვიდეოგამოსახულებებს   ცივი სარკმლის გრძელი რკინის რიკულებს ჩამოკიდებული?   უბით პატარა მამა მოიყვანა, მაგრამ აღარ ახსოვს   თანამგზავრი ხანგრძლივი მოელვარე ქარების ვერცხლში.   პროლეტარი ქალი რთავს ტ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 992 / თარიღი: 2015-12-14 / 1:22 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - სირენა / karlo kacharava - sirena
 ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას"   "სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა   გაღარიბებული და გაუფასურებული!"   სიუზან სონტაგი   ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.   ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.   ქალის ყვირი
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1068 / თარიღი: 2015-12-14 / 1:20 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - სიყვარული კომენდანტის საათის დროს / karlo kacharava - sikvaruli komendantis saatis dros
 შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე,   რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა,   ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.   რაიონებში "მიტინგოსნებზე" და ვიღაცაზე, ვინც მასავით 1960 წელს დაიბადა.   გარეთ აღარ წვიმდა.   სამე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2015-12-14 / 1:08 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ღამის წინ / karlo kacharava - ghamis tscin
 ხოლო მათ ეცვათ რაღაც უმბრისფერი და მწვანე, მაშინ, როცა დღე საბოლოოდ ქრება.   და ვიღაც მათ გვერდზე მოდიოდა შადრევანში დასველებული ფრთებით.   მისი სილუეტის მიღმა ჩანდა ქარხანა, მისტიკური ფანტომი-იარაღი   და უნებლიე საცხოვრებელი ოცნებებისა,   უკეთესი ცხოვრების შესახებ, რომელშიც მუშე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1188 / თარიღი: 2015-12-14 / 1:07 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა / karlo kacharava - khangrdzlivi mogzauroba ghameebs mighma
 ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა.   ჩვენ ვეცემით, მივფრინავთ, თუ ვიმართებით:   ავტობუსში, ტრამვაიში, სიზმარში   მანქანის გასაჩერებლად აქნეული ხელით.   მე მიკვირს ყველაფერი, რასაც უბრალოს ვეძახით.   ძილი, სარკმელში ყურება, პურის ღეჭვა,   გასაღებების დაკარგვა.   ჩ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2015-12-14 / 1:06 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ჯენი ჰოლზერის სურათებით პარიზის მეტრო / karlo kacharava - jeni holzeris suratebit parizis metro
 ჯენი ჰოლზერის სურათებით პარიზის მეტრო   იძენს შეშლილ და კარნავლურ იერს.   ვითომ კლოშარიც კიბესთან რომ ეგდო,   ვეღარ ახარებს მგზავრს გულისხმიერს.   შენს საკონცენტრაციო ბანაკში,   რომელიც ჰგავდა კიოლნის ტაძარს,   სადღაც კრინნეფეტცთან ჭუჭყიან ლაბადაში გახვეული,   როცა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2015-12-14 / 1:05 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - არარესტავრირებადი ღამე / karlo kacharava - ararestavrirebadi ghame
 ისინი არ არიან: არც მუშები, არც ჯუჯები, არც "მოსსადის" ხალხი,   არც ლოთები, არც ოლიმპიელები, არც ცენზორები, არც ოპერატორები,   არც ბროკერები, არც ტაქსისტები.   მერე რა.   მერე რა რომ ხოცავენ.   მერე რა რომ ერთმანეთს უღიმიან.   მერე რა რომ უკრავენ.   მერე რა რომ თამ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 990 / თარიღი: 2015-12-14 / 1:03 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ჭოლა ლომთათიძის "პირველი მაისი" / karlo kacharava - chola lomtatidzis "pirveli maisi"
 ჭოლა ლომთათიძის "პირველი მაისი", ბალეტი სოციალ-დემოკრატიაზე.   ქრისტე აღსდგა, ამხანაგო!   სოციალისტი მედდა მთვარისფერ ყელსახვევს ხსნიდა   გარდაცვლილ გიმნაზისტს, სახლში დაბრუნებულს, სარკის წინ.   მთვრალი მუშა ღვინისფერი ენით ულოკავდა ცხვირ-პირს.   ტრამვაის ესროდნენ ანარ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1018 / თარიღი: 2015-12-14 / 1:03 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ჩვენში / karlo kacharava - chvenshi
 ჩვენში -   ვიღაცას დრო აქვს და უყურებს ჟან-ლუკ გოდარის ფილმებს კინოს სახლში.   ჩვენში -   ვიღაცას ფული აქვს და ყიდულობს ჟან-ლუკ გოდარის ფილმების რეტროსპექტივის   ფრანგულ კატალოგს   ჩვენში -   ვიღაც ისე უპრობლემოა, რომ ეცოდება ქუჩის ძაღლები.   ჩვენში - ვიღაცას იმდენ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2015-12-14 / 1:02 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა / karlo kacharava - chemi qudi mtlianad dasvelda da gaikina
 ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა -   მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან -   (ძველი) გაყინული სისხლის ქუდი.   არბატზე მოდიოდა სველი თოვლი და   სამი მილიციონერი.   მე ვფიქრობდი: აჰა, შენი მემარცხენეთა ხელოვნების ოქრო,   რომლის შესახებ ლაპარაკობდი თბილისის ტელევიზიაში.
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2015-12-14 / 1:00 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ტელეგრამა, ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზები / karlo kacharava - telegrama, asoebis nacvlad patara angelozebi
 ტელეგრამა, ასოების ნაცვლად პატარა ანგელოზები,   ისინი იბრძვიან თანაცხოვრებით.   შენ კითხულობ მთვარის შუქზე, რომელიც ლამპიონი გგონია.   და ლამპიონის ქვეშ, რომელიც გუშინ მთვარე გეგონა.   როცა გუშინ სადღაც იჯექი მთვრალი -   და ვიღაც მთვრალი მუხლებზე გკოცნიდა.   მწარე აბი გ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2015-12-14 / 12:54 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - სტუდია / karlo kacharava - studia
 შენ თქვი - დრო გაჩერდა, სადღაც მანქანიდან გადმომავალი,   მერე ისევ უკან, ბოთლებისკენ მიბრუნებული,   თან როცა ძველ კედლის საათს იხსენებს   და უსმენს შეკითხვას სხვისას - სხვისადმი:   იმ დროის შესახებ, რომელიც გაჩერებული ეჩვენება   ჩანთის ასაღებად დახრილს და წინ ხელგაწვდილს, ... 
		
			კითხვის გაგრძელება » 
 კომენტარები: 0 / ნანახია: 995 / თარიღი: 2015-12-14 / 12:53 PM / ორშაბათი
კარლო კაჭარავა - სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს / karlo kacharava - sizmrebshi morbenali gepardi teleekranebze cimcimebs
 სიზმრებში მორბენალი გეპარდი ტელეეკრანზე ციმციმებს.   ხელთათმანები დაკარგე, კაფეს კარებთან დაგრჩა.   შუააზიელი თავის ორდენებს მალავს.   ცეცხლით დაწერილი გრაფიტი, ოქროსფერია ქარში შენი ადგილი.   ყრუ გრიფონებს მანქანაში ძინავთ.   გეომეტრიის ანგელოზია მაქს ბილი.   იქნებ ჩვე
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1076 / თარიღი: 2015-12-14 / 12:52 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - როცა სინათლე კლებულობს / karlo kacharava - roca sinatle klebulobs
 როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება.   როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასთმიანები ცუდ სიგარეტს ეწევიან   მეექვსე სართულზე კიბეების მარშთან.   როცა შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილები   გარბიან სადღაც - ალბათ მეტროსაკენ.   და "გარე განათება" ისევ არ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 965 / თარიღი: 2015-12-14 / 12:51 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს / karlo kacharava - me vukureb momakvdav skruch-makdags
 მე ვუყურებ მომაკვდავ სკრუჩ-მაკდაგს,   რომლის აჩრდილთან სიკვდილის აჩრდილი დგას.   (სკრუჩ-მაკდაგი-იუგოსლავია. გდრ-ელი პროსტიტუტკები   დასავლეთ გერმანიაში. რამ შეიძლება გვიხსნას - ზეგამტარებმა).   ყველაზე ცუდი მიუზიკლი.   ცხოვრება ერთი ხანგრძლივი საშობაო ზღაპარია.   დილის 
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1143 / თარიღი: 2015-12-14 / 12:50 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში / karlo kacharava - me vijeqi ucnaur restoranshi
 მე ვიჯექი უცნაურ რესტორანში, გარშემო უამრავი   რამ მეხვია:   ვინ არიან ისინი? მუსიკოსები? ბავშვები?   მუშები თუ ანგელოზები?   მე ისევ მიკვირს, თუ არადა, მაშ რატომ ვყვები?   ვინ არიან ისინი? ფრინველები? მსახიობები?   პოლიციელები?   ჰკითხეთ თქვენს გულს. -   - სა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1059 / თარიღი: 2015-12-14 / 12:47 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა, თან რატომღაც ვფიქრობდი / karlo kacharava - me vitsceqi, tsceli mtkioda da meshinoda, t
 მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა, თან რატომღაც ვფიქრობდი   ქართულად ნათარგმნ პატრიკ უაიტზე.   თითქოს ყველაფერს 60-იან წლებში თარგმნიდნენ.   მე ვიწექი, წელი მტკიოდა და მეშინოდა.   მე ვიყვირე, რა შუაში წელი, ერთი მეორესთანაა დაკავშირებული?!   მაშინ არ უნდა დავბადებულიყავი; 
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 896 / თარიღი: 2015-12-14 / 12:46 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს / karlo kacharava - isini hgvanan scenis absurdulad takvanismcemlebs
 ისინი ჰგვანან სცენის აბსურდულად თაყვანისმცემლებს,   რომლებიც მოულოდნელად მსახიობთა საპირფარეშოებში შეჭრილნი,   აქედან ეცნობიან სცენის კუმირთა ცხოვრებას.   აქ აგებენ ისინი გარემოსთან ურთიერთობის   თავიანთ გეომეტრიულ უხილავ სქემებს.   ცინიზმი მათ ხელებში უამრავ პატარა ჩაქუჩება
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1013 / თარიღი: 2015-12-14 / 12:45 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან / karlo kacharava - isini samsakhurshi midian
 ისინი სამსახურში მიდიან.   მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს.   მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს.   დედა გადის ტუალეტში.   მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე.   დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის.   დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს. <
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1124 / თარიღი: 2015-12-14 / 12:42 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ისინი სამსახურში მიდიან / karlo kacharava - isini samsakhurshi midian
 ისინი სამსახურში მიდიან.   მამა ჭამს ხორცს, დედა ტელეფონზე რეკავს.   მამა ისევ უკიდებს მეორეჯერ ჩამქრალ სიგარეტს.   დედა გადის ტუალეტში.   მამა ფიქრობს თოვლზე და სხვა ქალზე.   დედა ტუალეტში წყალს რეცხავს, მამა სვამს ჩაის.   დედა ფიქრობს აბორტზე, მამა ტელეფონზე რეკავს. <
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1003 / თარიღი: 2015-12-14 / 12:41 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს / karlo kacharava - tqven tamashobdit, tqven khatavdit botlebs d
 თქვენ თამაშობდით, თქვენ ხატავდით ბოთლებს და დაკეტილ კარებს -   ბოთლებს - დაკეტილი კარების ფონზე გაღიმებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით.   ერთი.   "ვგავარ ვარსკვლავურ გომბეშოს" - თქვა კაცმა.   "როგორი გემო აქვს რვა წლის წინ შეჭმულ ყველს?"   "შენ დაგეძინა დახატულ ბაგირზე ცოცვისას
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2015-12-14 / 12:36 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს / karlo kacharava - egnate ninoshvilis achrdili ebrdzvis puris
 ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს.   ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს:   ავტომატს ან თურქულ შარვალს.   მისი ყველა მხილება ცუდადშემჩნეულია, როგორც კედლის მიღმა ორსული ქალის ხველება.   მიწის თოჯინა და ოდესღაც იაფი რკინის საწოლი, ... 
		
			კითხვის გაგრძელება » 
 კომენტარები: 0 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2015-12-14 / 12:35 PM / ორშაბათი
კარლო კაჭარავა - ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს / karlo kacharava - bavshvebs, tscvimebs, cariel matsvnis qilebs
 ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს   გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.   კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს   ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.   მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.   რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო   თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას. ... 
		
			კითხვის გაგრძელება » 
 კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-12-14 / 12:33 PM / ორშაბათი
კარლო კაჭარავა - ანდერგრაუნდი / karlo kacharava - andergraundi
 პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს ტელეფონით   მგზავრობს გარეუბნის მატარებლით.   გაზეთებს კითხულობს, მისამართებს ცვლის,   მთვრალი იძინებს ტელევიზორთან, რომელიც ორი წელია არ მუშაობს.   პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს.   გორილას ღიმილიდან იშლება მინდვრის ყვავილი მისთვის
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 972 / თარიღი: 2015-12-14 / 12:29 PM / ორშაბათიკარლო კაჭარავა - ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა / karlo kacharava - alen ginsbergis ucnobi qronika
 რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,   რომ ახსენებ მატარებელს.   მოგზაურობა ღმერთებისათვის.   მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.   სიზმარში ქუდი მოვპარე - ის არ იყო სხვა.   საშობაო ნაძვი თეთრია - მშიერი ბავშვია.   პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.  
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 973 / თარიღი: 2015-12-14 / 12:28 PM / ორშაბათიშაბურა არაბული -ამონათდნენ იები / shabura arabuli - amonatdnen iebi
 ამონათდნენ იები _   ჩემი სიმპათიები...   ჩემი მილიარდები _   გაიფურჩქნენ ვარდები...   _ ტყეო, როგორ გიკითხო?   _ მთებო, როგორ ბრძანდებით? 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2015-12-14 / 12:19 PM / ორშაბათიშაბურა არაბული -აქ ძაღლი მოკლეს / shabura arabuli - aq dzghli mokles
 აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა   ახალი თოვლი წითლად შეღება.   ცა ვარსკვლავს ისხამს და დილასისხამს   დაფრენს ჭილყვავი წითელფეხება.   ეძინა დაბას, ნაჯაფარს, დაღლილს,   ქარი ქუჩაში დავლურს უვლიდა,   ლეკვებისაკენ გარბოდა ძაღლი,   როცა იფეთქა ცეცხლმა ლულიდან.  
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1048 / თარიღი: 2015-12-14 / 12:18 PM / ორშაბათიშაბურა არაბული -ახლა ისეთ კარ ხასიათზე ვარ / shabura arabuli - akhla iset karg khasiatze var
 ახლა ისეთ კარგ გუნებაზე ვარ,   თითქოსდა გველი მომეკლას ცელით.   მშობლიურ მთებში თიბავს არსენა   და ჩემთან ერთად `მთიბლურსაც~ მღერის.   მე გავიზარდე, აღარ ვარ ბავშვი   და მიხარია მწვანე ნათიბი   და ჩიტებივით დაფრენენ ცაში   ჩვენი ცელების ათინათები. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 973 / თარიღი: 2015-12-14 / 12:17 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ვწევ, სიგარეტი - ციცინათელა / shabura arabuli - vtscev, sigareti - cicinatela
 ვწევ, სიგარეტი - ციცინათელა   ნატყვიარივით აჩნია ღამეს.   აქ ვარ, მზად ვარ და ველი ფათერაკს,   აუცილებლად მოხდება რამე.   შენ ოღონდ ფეხი არ აგერიოს,   შენ მხოლოდ ხელი არ შეგიშინდეს;   აუცილებლად აყირავდება   ამ ერთფეროვან დღეთა სიმშვიდე!   მშვენივრად უწყი, სხვ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-12-14 / 12:17 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული / shabura arabuli - zghva energia maqvs dakharjuli
 ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული   და ყველა ნერვი არის დამწვარი,   მე მაინც მომწონს ცეკვა ხანჯლური,   ალავერდი და მცხეთის ტაძარი.   ვიტყვი ხმამაღლა, თუნდაც გამთელონ,   არ გავიკარებ ფიქრებს, მზაკვარებს.   მე მაინც მიყვარს დღეს საქართველო   და ვერც ვერავინ გადამაყვარებს. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 962 / თარიღი: 2015-12-14 / 12:15 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა / shabura arabuli - marto vibrdzodi khanjlita
 მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა,   ხან არ ჭრიდა და ხან ჭრიდა,   ხოლო დამფრთხალი ქალები   იხედებოდნენ ფანჯრიდან.   მარტოს მათოვდა, მაწვიმდა,   არაყსაც ვსვამდი თასითა...   ეს გული ჯავრმა შეჭამა,   გული დარდისგან გასივდა.   ჭკუას მასწავლის მწერელტყვე   და გზას მასწა
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 989 / თარიღი: 2015-12-14 / 12:13 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - მგელს - კრავი, ტურას - ქათამი / shabura arabuli - mgels - kravi, turas - qatami
 მგელს - კრავი, ტურას - ქათამი,   შაბურას პური არ შია,   თოვლიან ქედებს ავლია   ნისლის მსუბუქი არშია.   მარტო ვარ, მარტო ვირჯები,   თმაგაჩეჩილი ქარშია...   იმ ქალმა ჩემთან სიცოცხლეს   სხვასთან სიკვდილი არჩია. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1068 / თარიღი: 2015-12-14 / 12:12 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - მე აქ შემთხვევით მოვხვდი რატომღაც / shabura arabuli - me aq shemtkhvevit movkhvdi ratomghac
 მე აქ შემთხვევით მოვხვდი როგორღაც...   ერთი ოთახი გაზაფხულია   და ყვავილივით კარგი გოგონა   ყიდის ყვავილებს!   თანაც რა კარგი სახელი ჰქვია   იმ ყვავილივით ლამაზ გოგონას:   მარინე!..   და აქ გულგრილად ვეღარ ჩავივლი,   პატარა სახლი ნაბიჯს ამირევს.   რომ მეყ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 982 / თარიღი: 2015-12-14 / 12:10 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო / shabura arabuli - netavi akhla chems sakhlshi viko
 ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო,   სარკის წინ ვიდგე, წვერს ვიპარსავდე!   თავს რა ტყუილად დამჩხავი, ჩხიკვო,   თოვლს რა ტყუილად ვკოცნი შარშანდელს.   ახლა ტყუილად არ ვარ მღელვარე,   აღარ მომიდის სახლში სტუმარი,   სიზმარში ვხედავ მაღალ მწვერვალებს   და ღრუბლის მიდევს თავს
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1108 / თარიღი: 2015-12-14 / 12:09 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - როცა პოეტი / shabura arabuli - roca poeti
 როცა პოეტი   მუშაობს მტვირთავად   და უფროსი ჰყავს   ვიღაც ვირთავა,   მეტი ბედის   დაცინვა გინდათ?.. 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2015-12-14 / 12:07 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ფუსფუსებს დიასახლისი / shabura arabuli - fusfusebs diasakhlisi
 ფუსფუსებს დიასახლისი,   სახლის დირეზე ძაღლი ზის   და იჟანგება სოფელში   ჩემი ცელი და სახნისი...   და მეჟანგება ჯუთაში   ჯაჭვი და ფარ-მუზარადი,   მე კი ლუდსა ვსვამ უთასოდ,   ვლოთობ ზარიდან ზარამდი!   მაქვს სიგარეტიც, ხინკალიც   და ლუდიც, უიაფესი...  
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 965 / თარიღი: 2015-12-14 / 12:05 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ჩამოდიან ქალაქში / shabura arabuli - chamodian qalaqshi
 ჩამოდიან ქალაქში   საყვარელი ნისლები,   სიკვდილს რვაჯერ გადავრჩი,   როდის გარდავიცვლები?!   სიზმრად მივალ მთებისკენ,   მიცინიან სულები,   ჩემი დაბადების დღეს   ხომ არ აღვესრულები?! 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-12-14 / 12:04 PM / ორშაბათიშაბურა არაბული - ბავშვობა / shabura arabuli - bavshvoba
 ხელჩაქნეული ბებია   მომჩერებია მომაკვდავს,   ჩემს ძმებსაც მიმატებია   დღეები, მე რომ მომაკლდა.   ავმა ზვავმა და მეწყერმა   სილაღე გადამითელა,   მე უკვე ბოდვა მეწყება,   ავად ვარ, ვებრძვი წითელას.   ჭალას გულდიდად ჩავივლი,   რამეთუ მაინც გადავრჩი,   ვ
		
		... 
		
			კითხვის გაგრძელება »
		 
კომენტარები: 0 / ნანახია: 1002 / თარიღი: 2015-12-14 / 12:03 PM / ორშაბათი |