Загрузка...
მარიამ ყულიჯანიშვილი _ უცნაურია - 25 დეკემბერში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » დეკემბერი » 25 » მარიამ ყულიჯანიშვილი _ უცნაურია


8:50 PM
მარიამ ყულიჯანიშვილი _ უცნაურია


უცნაურია
უცნაურია ფოთოლთა ცვენა ამ შემოდგომის ლამაზ კალთებზე,
უცნაურია ფიფქთა ფანტელი, მოალერსენი სახლის ფანჯრებზე...
უცნაურია გაზაფხულს ია, მისი სურნელით ნაჟღენთი სიო,
უცნაურია მკათათვის მზე და მის სხივების მცხუნვარე სითბო..
უცნაურია ეს ყველაფერი?არა, ძვირფასო შენ თავად ხედავ,
რომ წელიწადის ამ თითოულ დროს, თავისი ,,ქურქი",სულ მუდამ ,,ეცვათ".
.................
უცნაურია, შენ გერქვას დედა და სულ არ იყო ამისი ღირსი,
უცნაურია, შენ იყო პირმშო და არ გასწიო უღელი შვილის..
უცნაურია, შენ გერქვას მოძმე და ორგულობით იყო ,,განთქმული",
უცნაურია, დღეს გერქვას გმირი, სულ არ გიყვარდეს შენი მამული..
უცნაურია, ის მეგობარი, ვისაც შური და მტრობა აცოცხლებს..
უცნაურია, ,,მგლოვარე" კაცი, რომელსაც წუთით ვერ დააღონებ..
უცნაურია, ადამიანი, როცა ყველაში ეძებს სიავეს,
უცნაურია, ის სიყვარული, რომელიც არ სცნობს შოთას სიშმაგეს...
უცნაურია, თურმე თვალები, რომელსაც უტყვი მზერა ჰქონიათ,
უცნაურია, ამ ქვეყანაზე ყველას სხვა თვისი მსგავსი ჰგონია..
უცნაურია, ითხოვენ ნუგეშს და თვითონ ,,ცეცხლზე ნავთსაც გისხამენ",
უცნაურია, ითხოვენ სითბოს და იმეტებენ თვითონ სიავეს..
უცნაურია, მათ სწამდეთ ღმერთი და მოიძულონ მისი ქმნილება...
უცნაურია, ის სიხარული რომელიც წამით სევდით ირთვება..
უცნაურია, გჯეროდეს მისი ვინც შენთანერთად სტყუის ათასჯერ,
უცნაურია, გიყვარდეს ერთი და სხვებს აჩუქო გული მრავალჯერ...
უცნაურია გინდოდეს რამე და მიზნით სწრაფვა უცხოა შენთვის,
უცნაურია, აუხსნა ვინმეს ის, რაც რომ არდროს არავის ესმის...
უცნაურია, ნატრობდე იმას, რაცკი არასდროს არ გდომებია..
უცნაურია, იცხოვრო ისე, თითქოს სიკვდილი არ გხსომებია!
მარიამ ყულიჯანიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1089 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0