Загрузка...
ერთი ტკივილი - 26 იანვარს 2016 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » იანვარი » 26 » ერთი ტკივილი


8:43 PM
ერთი ტკივილი


ერთხელ მოსული
ერთხელვე მიდის,
ასე უთქვია:
არსთაგანმგებელს...
დიახ,ქართველიც
ერთხელა მოდის
და მუდამ გულით
მიაქვს ერთი ტკივილი...
ერთი ქართველი
ოც მომხდურს ყოფნის
და მაინც არ მოჩანს
მომხდურთა ბოლო...
ძალა მომეცი ღმერთო მაღალო
ქარიშხალივით ვიყო მტრებისთვის
ლომის სიფიცხე უხვად მობოძე
არწივის ფრთებსაც ნუ დაინანებ...
ბრძოლისა ველი იყოს ჩემი აკვანი
ნანას მიმღერდეს ორი გველისპირული
და თუ ოდესმე ვეღარ ვიძლე მტერზე
მტერს არ ეღირსოს ჩემი პირუკუდ ნახვა...
ჩემი სიცილი მიაწყდეს კლდეებს
მტერს დაუბრუნდეს უკან ათმაგად,
ნუ დამიტიროს ცოლმა ლამაზმა
სამშობლოს დარჩეს შვიდი მგლის ლეკვი!
ღმერთო მაღალო
ერთსა ვინატრი
ერთი ტკივილი წამყვეს სამარეს
ამ ტკივილს კი ჩემი
საქართველო ერქვას!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1012 | დაამატა: ebanoidzegiorgi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0