11 იანვარს 2016 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2016 » იანვარი » 11



ალუდა ქეთელაური - აკეთე ის რაც შენ გინდა ... / aluda qetelauri - akete is rac shen ginda ...


აკეთე ის რაც შენ გინდა,
თუ ნებას მოგცემს უფალი,
იფრინე სივრცის გადაღმა
იყავი თავისუფალი!!!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1668 / თარიღი: 2016-01-11 / 6:05 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - არც ისე შავი არ არის ზეცა .... / aluda qetelauri - arc ise shavi ar aris zeca ...


არც ისე შავი არ არის ზეცა,
რომ არ შეიგრძნო სიცოცხლის სუნთქვა,
ბევრჯერ ქართული აბჯარი მეცვა,
ვერ შევეჩვიე სამოსელს მუქთას..
ბევრჯერ ქარიშხლის გარინდულ ხმაში,
მესმის ბოდიში ჩუმი სიცილის,
ვერ ვხედავ შვებას ვერაფერ მსგავსში,
მამშვიდებს მხოლოდ ხმაური წვიმი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2016-01-11 / 6:04 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - აქ, გაგიჟებულ ფიქრთა მორევში ... / aluda qetelauri - aq, gagijhebul fiqrta morevshi ...


აქ, გაგიჟებულ ფიქრთა მორევში,
სევდის ტალღებმა გადამიარა,
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ,
ვინმესგან რამე შველა კი არა.
დაგეძებ უხმოდ, სად ხარ არ ვიცი,
და რითმებს ვიჭერ ჩემგან გარფრენილს,
მე მთებს, მწვერვალებს ვეალერსები
და შენ კი ალბათ მისდევ ქვაფენილს. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2016-01-11 / 6:02 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - ახლა გიამბობთ ამბავსა ... / aluda qetelauri - akhla giambobt ambavsa ...


მასწავლებლები: ერთხელ, ალუდამ ღამე გაგვათენებინა, გული გადაგვიშალა და მეორე დღეს ღამენათევებს მოგვიწია გაკვეთილების ჩატარება, მან კი ლექსით მოგვიბოდიშა.

ახლა გიამბობთ ამბავსა
ერთი ხევსური ბიჭის,
გამოყენება არ იცის,
ღვთისგან ბოძებულ ნიჭის! . .

ამბობენ სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1248 / თარიღი: 2016-01-11 / 6:00 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - გაზაფხულია – პირველი სეზონი ... / aluda qetelauri - gazafkhulia - pirveli sezoni ...


გაზაფხულია – პირველი სეზონი…
გიპოვე, დაგთესე, მზით მავსებ, გეჩვევი.
ზაფხული – მეორე,
მეჩემე, მე მგონი,
ფესვად მომეჭიდე, სულ ვეღარ გელევი.
მესამე მოვიდა – მწიფე შემოდგომა,
სავსე იქნებოდი, ბგერებუხვიანი,
მარცვლებად შეგკრებდი, ღვინოდ დაგწურავდი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1288 / თარიღი: 2016-01-11 / 5:59 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - ეხლა დავსხედით საწერლად ... / aluda qetelauri - ekhladavskhedit satserlad ...


ეხლა დავსხედით საწერლად,
ხევსური, იმერელია,
სიტყვებს ვწონით და ვათანხმეთ
ამბავი ცოტა გრძელია.
ეს ჩვენი ძმობა მსმენელო
ასახსნელადაც ძნელია,
სიტყვები მომდის ღვარცოფით
აზრები მახრჩობს მწველია.
არ ვიცი კიდევ რამდენი
გზები გვაქვს გასავლელია, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2016-01-11 / 5:57 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს ... / aluda qetelauri - vkhvdebi rom tqvengan motsceril sitkvebs ...


ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს
ვერ ვცემ საკადრის,მწიფე პასუხებს;
სანამ ვცოცხლობ და სანამ ვარსებობ,
სანამ სიკვდილი დამანამუსებს...

სანამ სიცოცხლე ჯერ კიდე მინდა
და სანამ ფასობს ქვეყნად მანდილი;
მინდა გრძნობები უფრო ხალასი!...
მინდა გრძნობე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1043 / თარიღი: 2016-01-11 / 5:53 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - თითქოს გულისცემა გამიჩერდა ... / aluda qetelauri - titqos guliscema gamicherda ...


თითქოს გულისცემა გამიჩერდა…
ლანდად დავაბიჯებ ღამეში…
სული გასახედნად ამიმხედრდა….
ქალო….შენ არ უნდა გამეშვი!….
ერთსაც შენს სარკმელთან წავიმღერ…..და…
დაარქვი ულაყის თარეში…

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2016-01-11 / 5:51 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - მაშ, ნუ მიტირებთ ... / aluda qetelauri - mash, nu mitirebt ...


მაშ, ნუ მიტირებთ,
თეთრ სუდარს ნუ გადამხდით მომღიმარ ცხედარს,
მხოლოდ იცინეთ, გაიხსენეთ ცხოვრება ჩემი,
დროს გაუძელით,იამაყეთ და იცოცხლეთ მოგონებებით,
იქ გელოდებით, ასი წლის მერე
იქ იქნება სამყარო ჩვენი…

კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2016-01-11 / 5:49 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე ... / aluda qetelauri - me guli mtkiva im bevshvze ...


იცით ალბათ ლექსი, “ბავშვები კაფეში”. ალუდას გაკვეთილზე ამ ლექსზე ესეს დაწერა მოსთხოვეს, ამან ლექსად დაწერა:

მე გული მტკივა ყველა იმ ბავშვზე,
ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს
ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი – სევდაში ატარებს წამებს. .
და სადღაც ქუჩის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1182 / თარიღი: 2016-01-11 / 5:48 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით .. / aluda qetelauri - me ukve movkvdi kalbi ghimilit


მე უკვე მოვკვდი ყალბი ღიმილით….
მე უკვე სულში მესროლეს ტყვია….
მე უმწეო ვარ….
ვტირი ჩვილივით…
რადგანაც…
მაინც ცოცხალი მქვია…..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2016-01-11 / 5:47 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - მინდა ამოვთქვა გულის ნადები / aluda qetelauri - minda amovtva gulis nadebi


მ ინდა ამოვთქვა გულის ნადები
ა რ ვიცი ჩემ თავს ახლა რა ხდება
რ ატომ დაჰქრიან ჩემში ლანდები
ი მედი როდის დაიბადება.
ვ ათენებ ღამეს მთვარეულივით
გ არინდებულა სამყაროც თითქოს.
ი რთვება დილა ციური სხივით
ჟ რჟოლავს ტუჩები და კოცნას ითხოვ.
დ იდებულია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2016-01-11 / 5:45 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - მინდა ჩემი გრძნობის მზიარები ... / aluda qetelauri - minda chemi grdznobis mziarebi ...


მინდა ჩემი გრძნობის მზიარები,
სულ, მუდამ ჩემს გვერდით მყავდეს,
მინდა, რომ ამ გრძნობის სათნოების,
სიცოცხლის ბოლომდე მწამდეს.
მინდა, რომ გულისცემა გამიჩერდეს,
ერთ დღესაც ჩავბარდე წარსულს,
უბრალოდ გადამღალა ყველაფერმა,
არც თქვენი დატირება არ მსურს!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1054 / თარიღი: 2016-01-11 / 5:42 PM / ორშაბათი

ალუდა ქეთელაური - საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი ... / aluda qetelauri - saflavs damifaravs me mtscvane balakhi


საფლავს დამიფარავს მე მწვანე ბალახი,
ხან რომ გაწვიმდება, მას შეცვლის ტალახი…
ხან კი მზეც ამოვა, მაგრამ რას გავიგებ,
საფლავში დიდ დარდებს და სევდას წავიღებ!
რამხელა დრო გადის ამხელა ლოდინში,
ვისაც დავაკლდები სულ ყველას ბოდიში!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2016-01-11 / 5:41 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0