მოდი ჩემთან და გეფიცები კარგად იქნები, აქამდე მოდი, შენ არ იცი როგორ მჭირდები. შემოაჭერი, შემოაღე გულის კარები, როგორც ბეღურა, ჩემს მახეში ერთხელ გაები. მე არ შეგზღუდავ, ნდობით მოგცემ უფლებას ყოვლის, თუ ნებას დამრთავ მუდამ შენზე ზრუნვის და მოვლის. შენ მეყოლები ერთადერთი, როგორც ღვთაება, ვერ ავხსნი გული ცეცხლის ალში როდის გაება. ცაში აგიყვან, თოლიებთან ერთად ვიფრინოთ, ან ზღვის მახლობლად სველი ქვიშა გადავირბინოთ. ვეღარ გადმოსცემს ჩემს სიყვარულს თბილი სიტყვები, ჭირშიც და ლხინშიც, სულ, მუდმივად შენთან ვიქნები. და როცა ერთ დღეს დამიდგება სიკვდილის ჟამი, ჩემთან იყავი, სითბოდ აქციე სულ ბოლო წამი. თუ ვერ გიცანი, დამავიწყდა ჩემთვის ვინა ხარ, არ გაგიკვირდეს მაშინაც რომ გეტყვი მიყვარხარ.
თამარ ბეიტრიშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..