25 იანვარს 2018 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 5:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » იანვარი » 25



ვაჟა ხორნაული - ნისლზე ყვავილის ამოსვლა / vajha khornauli - nislze kvavilis amosvla


უსუსურობა მდინარის
სასწაულობა წვეთისა.
მარადიული გუთანი
მარგალიტები ბელტისა.
მანათობელი გულიდან
ცისკენ გაფრენა მტრედისა.
სამყაროს საგანძურებში
ოქრო და ვერცხლი სევდისა.
მზე მინდობილი წყაროსა
ნისლზე ყვავილის ამოსვლა-
ბედნიერება ღმერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 786 / თარიღი: 2018-01-25 / 6:34 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ბუერას სასმისი / vajha khornauli -bueras sasmisi


მთაზე ქვის აივნებია -
იმ აივნებზე დარია
მზისყანის გორზე ბილიკი
გალეული და მკრთალია
შუადღის მდუმარებაში
ისმის ვარსკვლავთა ჩქამია.
სითბოდ ქცეულა სიცივე
ღრუბლის ტოტებზე ციმციმებს
მარგალიტი და ლალია
ადიდებულმა მდინარემ
მიშალ_მოშალა ზვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2018-01-25 / 6:34 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ამბავი წუთისოფლისა ლამაზია და უბრალო / vajha khornauli - ambavi tsutisoflisa lamazia da ubralo


ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო:

ერთი ჭაობში ნეტარებს
მეორე ზეცას უგალობს
მესამე აკვნის მთლელია
ღმერთის მარჯვენა ხელია
მეოთხე ქრება უკვალოდ
მეხუთე პიროფლიანი
ხმალგატეხილი უფარო
მტერს ებრძვის…ხოლო მეექვსე
ლაჩარია და უწყა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2018-01-25 / 6:33 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ცხადის წყურვილი სიზმრის მხარეში / vajha khornauli - ckhadis tskurvili sizmris mkhareshi


თეთრი კედლები
მწვანე ფარდები
ჩიტები-
ნისლით დანამულები
დრო ამაღლებულ
ხმათა ნათების
სითბო
ჩავლილი გაზაფხულების.

ცის სიღრმეებში
ფერთა ხატობა
(ბედნიერება
სევდის ჩრდილშია)
სიცოცხლისათვის
ეტყვი მადლობას
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2018-01-25 / 6:31 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - სიყვარულისგან ნაკურთხი / vajha khornauli - sikvarulisgan nakurtkhi


სიცოცხლე გამილამაზა
ცით მოვლენილმა ძალამა-
ლექსმა-ძუძუმტემ ელვისა
ხანჯალა-რვამარცვალამა
სავანემ გულებისამა
ბრძენმა ყვავილის თვალამა
სევდის მამულში ნაზარდმა
სიხარულისა ყანამა
სიყვარულისგან ნაკურთხმა
მდინარემ კოხტატანამა
მოძღვარმა უ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2018-01-25 / 6:30 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - სტუმარი ციდან / vajha khornauli - stumari cidan


***
სიყვარული რომ არა
არ გამოჩნდებოდა
უდაბნოს შუაგულში გვირილა
და ჩიტი ოკეანის თავზე.

***
მლოცველი
ერთ ადგილს მიჯაჭვული
როგორც ფუტკრიანი ყვავილი.

***
მიწის სარკმლებიდან
გამოწვდილი
ხელები გეგონება
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 735 / თარიღი: 2018-01-25 / 6:30 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - შვიდივე სალოცავია / vajha khornauli - shvidive salocavia


მზის ამოსვლისა არ იყოს
მზის ჩასვლაც კაი რამეა -
დღე გარდასულა შორსაა
თვალწინ ახალი ღამეა
დაბლა შობაა ნამისა
მაღლა ვარსკვლავთა ჩქამია
გული სხვაგვარად წრიალებს
დასალიერი მკრთალია
მთვარე მოსულა წყაროსთან
ირემი მოუყვანია...

ქარს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 747 / თარიღი: 2018-01-25 / 6:29 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წესრიგის მცველი მელა / vajha khornauli - tsesrigis mcveli mela


ბაღებს წვიმა ენატრებათ,
ზაფხულია, ცხელა,
ზოგი ავტო ჩქარა მიჰქრის,
ზოგიც მიდის ნელა…

სასტვენით და ჭრელი ჯოხით
წესრიგს იცავს მელა.

ზის საჭესთან,თავის გზაზე
მიღიღინებს ციყვი,
მაგრამ,ხედავთ?_მის კვალდაკვალ
თამამი და ბრიყვი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 768 / თარიღი: 2018-01-25 / 6:28 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მანათობელი გულები/ vajha khornauli - manatobeli gulebi


***
ხე და ადამიანი-
ორივე იზრდება
ერთს ჩრდილი ემატება
მეორეს-დარდი.

***
მდინარე დაშრა
და ხიდი ჰაერში
გაშეშებულ
ხელს დამსგავსებია.

***
ჯერ სივრცე დამშვიდდა
მერე-დედამიწა
და ბოლოს-გული.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 756 / თარიღი: 2018-01-25 / 6:27 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - სიყვარულს ნაზიარებსა ცა და ხმელეთი სწყალობსო / vajha khornauli - sikvaruls naziarebsa ca da khmeleti stskalobso


სიყვარულს ნაზიარებსა
ცა და ხმელეთი სწყალობსო
უთქმელი სიტყვა ოქროა
ნათქვამი სიტყვა ლალობსო
თავდავიწყების ყვავილი
/ელვარება და არილი/
უდაბნოშიაც ხარობსო
მტრის პეშვზე დაეწაფები
უკვდავებისა წყაროსო
აღარც სიცოცხლე გაგირბის
აღარც სიკვდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2018-01-25 / 6:26 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მზისა და მაისისაა / vajha khornauli - mzisa da maisisaa


კაცისას ვერაფერს გეტყვი
შესაცნობია ძნელადა
ქალი კი ისევ ისაა
(მზისა და მაისისაა)
რაცა ყოფილა ძველადა
თუ უერთგულებ იხარებს
იქცევა ფრენა-ლხენადა
ნისლზე ყვავილებს დაგირგავს
მოგივა ახალ ფერადა
თუ დაივიწყებ იდარდებს
უფალს ინატრებს მხსნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2018-01-25 / 6:24 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - შენში / vajha khornauli - shenshi


შენში სამოთხის სივრცეა
და აისების გალობა
აუმღვრეველი ნათელი
ხმის მზეობა და ყანობა
არც სამდურავი ღმერთისა
არც საწუთროსთან მწყრალობა
ნიავთან ყვავილკაცობა
და ქარიშხალთან რვალობა
მტერთან მგლის უდრეკელობა
და ქალთან სახის მკრთალობა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-01-25 / 6:24 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - როგორც ბალახი / vajha khornauli - rogorc balakhi


სინათლემ
სითბო მოიყვანა
სიჩუმე იძრა
დამშვიდდა
სავალს ალამაზებს
ქარი ამაყი.

შენ ხარ ძუძუმტე
დაბლა-მიწის
და მაღლა-მზისა
შენ ხარ უბრალო
და მართალი
როგორც ბალახი.

არ მყვარებიხარ
არც მიყვარხარ
(ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 685 / თარიღი: 2018-01-25 / 6:22 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ღმერთის გულშია / vajha khornauli - ghmertis gulshia


დღეები გაზაფხულისა
სამოთხის ძაფებს ართავენ.
ქარი მწვერვალებს ასცილდა
კლდეს შეატოვა სადავე.
მაღლა ვარსკვლავებს შეხარი
დაბლა -
წყაროს და თავთავებს.
გაურკვეველი ფერები
სასწაულებსა ხატავენ.
ხრიოკზე ზღაპრის ნუშია
ყოველთვის ღმერთის გულშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 706 / თარიღი: 2018-01-25 / 6:21 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წვიმა უდაბნოში / vajha khornauli - tsvima udabnoshi


***
მზესა და მიწას შორის
ცელმა გაიელვა
და ღრუბლის კალთაში
ჩაცვივდა ყვავილები.

***
შვილმა დედას უყვირა
და ბზარმა გაირბინა
კედლიდან კედელში.

***
წიგნი
თაროდან ჩამოვარდა
და ავტორი
შეკრთა სამარეში.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 723 / თარიღი: 2018-01-25 / 6:21 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ჩანახატი / vajha khornauli - chanakhati


მდინარე ისეა დაწმენდილი
რომ ზღვარი წაშლილა
წყლისა და ჰაერისა.

საკუთარ თავში დარწმუნებულ
ლიდერივით
მიცურავს დიდი თევზი
ხოლო მის კვალდაკვალ
მორბენალი სტრიქონის სიტყვებივით
მიიჩქარიან პატარა თევზები
და მათი ჩრდილი მდინარის ფსკერზე
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2018-01-25 / 6:19 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - სამი მინიმა / vajha khornauli - sami minima


მაგრამ ზოგჯერ
ვერსაით მიდიხარ
როგორც ჭიშკარი
ბალახის ფესვებით
მიწას მიჯაჭვული.

***
ზოგი დარდი
სიზმარშიაც
გაგიჩენს ჭაღარას.

***
უბედნიერესი
კორექტორი_
ვენახში სასხლავით
შესული კაცი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 712 / თარიღი: 2018-01-25 / 6:18 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წყარო უდაბნოში (მეორე ნაწილი) / vajha khornauli - tskaro udabnoshi (meore natsili)


***
მაგრამ ზოგჯერ
სუსტია მიწისძვრა-
იმით თუ მიხვდები
წყალი რომ
ათრთოლდება ჭიქაში.

***
თოვლმა გადაიარა ლიანდაგი
მატარებელმა გადაიარა თოვლზე
და მატარებელზე დრომ გადაიარა.

***
ძველისძველი მაგიდის
ნაფოტები კო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 694 / თარიღი: 2018-01-25 / 6:17 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - გვირილა ღრუბელზე / vajha khornauli - gvirila ghrubelze


***
დედის სამარესთან
სახე უმკრთალდება
და უფრო
უნათდება თვალები.

***
ღრუბელმა
მგზავრის ქვემოთ
და მგზავრმა
მზის ქვემოთ გაიარა.

***
ზოგი დარდი
სიზმარშიაც
გაგიჩენს ჭაღარას.

***
ნაჯა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2018-01-25 / 6:14 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მზისყანის ქედანი / vajha khornauli - mziskanis qedani


***
ქალმა თოვლზე
ყვავილი დახატა
კაცმა-
საკუთარი სახელი.

***
ღრუბლის სარკმლებიდან
გეძახის სიმწვანე
და შირიმის ხავსიან კალთაში
წყარო იბადება...

***
საიქიოში ყველა ლამაზია
რადგან იქ
აღარავინ ატარებს ნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 871 / თარიღი: 2018-01-25 / 6:10 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - *** (ფიქრიდან ფიქრში ) / vajha khornauli - *** (fiqridan fiqrshi)


ფიქრიდან ფიქრში გაისმის
სიტყვა-ღმერთისგან თქმულიო
წყაროებს სიყვარულისას
შეხარის ყველა რჯულიო
სადაც წყურვილი არაა
იქაა აღსასრულიო...

დარდი თავისას გიმღერებს
თავისას-სიხარულიო
ამ ხმების სამეზობლოში
როგორ მოიწყენს გულიო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2018-01-25 / 6:08 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - *** (ფიქრს უსახსოვრეს ელვა) / vajha khornauli - *** (fiqrs usakhsovres elva)


ფიქრს უსახსოვრეს ელვა ცელებმა
სხვა სინათლეა და სხვა ნისლები
წუთისოფელი გესხვაფერება
როდესაც გიყვარს თავდავიწყებით.

ცის პოეზია-დღეთა მშვენება
რა ვულკანები და რა ბიძგები
საგალობლები გესხვაფერება
როდესაც გიყვარს თავდავიწყებით.

მთებს გა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 912 / თარიღი: 2018-01-25 / 6:00 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - გულის თავგადასავალი / vajha khornauli - gulis tavgadasavali


***
სიცოცხლეს
სევდა და სიხარული
ისე ამშვენებენ
ვით სივრცეს ღრუბლები
სხვადასხვა ფერისანი.
***
სახლიდან გამოვიდა
და ცით გადახურულ
წვიმას შეეფარა...
***
გტკიოდეს მეზობელი
რომელმაც არ იცის
რომ შენი იატაკი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 762 / თარიღი: 2018-01-25 / 2:58 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წყაროთი გაალამაზებს / vajha khornauli - tskaroti gaalamazebs


გულის ნათება სხვა არი
სჯობია გონებისასა
ისეთ ცას გადაგატარებს
ვერვინ მიუწვდენს ისარსა
არ გაიკარებს სიცივეს
და სითბოს სიბერისასა
შეხარის სასწაულებსა
სიცოცხლე-სიკვდილისასა
წყაროთი გაალამაზებს
და უსახსოვრებს ალმასებს
მიწასა ხრიოკისას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2018-01-25 / 2:54 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მაღლა და იქით / vajha khornauli - maghla da iqit


***
ხე ისეა
კედელზე აკრული
მიწისძვრისაგან
დაბზარულ სახლს
იმაგრებს თითქოს.

***
თაფლის
უხილავი წვეთები
აკრიფეს ტუჩებმა
და ტალღები
გამოჩნდა საბანზე.

***
რომ იცოდეთ
რა ბედნიერია
ლოკოკინა- ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 726 / თარიღი: 2018-01-25 / 2:53 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ღმერთის ნათლული სიმაღლეები / vajha khornauli - ghmertis natluli simaghleebi


ჩრდილში ნათება მარგალიტების
და კელაპტრობა მწვანე ზროების
ერთად შეკრული კალამ-თითები
სტროფები როგორც სამრეკლოები.

აქ აღმაფრენა წვა და ბრიალი
სამოთხის თაფლი და წყაროები
იქ მდინარება არაფრიანი
სიცარიელე სალაროების.

უდაბნოები გადაბუგული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 932 / თარიღი: 2018-01-25 / 2:53 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მზისყანის წყარო / vajha khornauli - mziskanis tskaro


***
დღის თაიგულები
გამოწვდილი
ღამის სარკმლებიდან-
სამყაროს სახსოვარი.

***
დალოცეს ვაზი და მევენახე
მაგრამ არავის გახსენებია
ჭიგო-
შვილი ცისა და მიწისა
ტაძრის დედაბოძის ნათლული.

***
ცამ ვერ შეიმაგრა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2018-01-25 / 2:51 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ღმერთის სითბოში / vajha khornauli - ghmertis sitboshi


***
რა საყვარელია ბეღურა-
ხელისგულზე
მარცვლებს რომ გიკენკავს
და მზიანი წვიმის წვეთებივით
უბრწყინავს თვალები.

***
მაგრამ ერთი
ეკალიც არაა
დედისათვის
შეკონილ თაიგულში.

***
სიყვარულს სჩვევია-
ცეცხლში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2018-01-25 / 2:50 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ქოხი მდინარესთან / vajha khornauli - qokhi mdinarestan


***
მაგრამ როცა ბავშვები
აძლევენ ფულს-
ავიწყდება
რომ მათხოვარია
და წელში იმართება.

***
და სახლში შევიდა
როგორც სხივი ყვავილში.

***
დარდი და სიხარული
ერთად კი არიან
მაგრამ ვერ ხედავენ ერთმანეთს
როგო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 887 / თარიღი: 2018-01-25 / 2:49 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - მოლოდინი / vajha khornauli - molodini


***
აღარ იქნება ცათამბჯენი
ვისკი და როკენროლი
იქნება ქოხი
წყარო და სალამური.

***
და გარდაცვალებისას
იქნები ბედნიერი
მზისა და ყვავილების ქარგვაში
გახარჯული ძაფივით.

***
მერე ქალი მოვიდა
და კაცის გულში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 893 / თარიღი: 2018-01-25 / 2:48 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - წყარო უდაბნოში / vajha khornauli - tskali udabnoshi


***
ცოცხალი მაშინა ხარ
როცა შენში მოძრაობს მზე
და გალობს ფრინველი.

***
კოცნების ჟრიამული
ლავიწის სიახლოვეს
სურნელოვან ბუდეში.

***
სიყვარულს
სიხარული უხდება
გაშლილი ფრთების
და არა ჩამოყრილი
უმზეო მხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2018-01-25 / 2:47 PM / ხუთშაბათი

ვაჟა ხორნაული - ხიდი სივრცეში / vajha khornauli - khidi sivrceshi


***
ხერხი სულ გაღიმებულია
მორთან რომ მიიყვანენ იცინის
და მერე ხერხვისას ხარხარებს.

***
დედა აღუღუნდა აკვანთან
და უფრო გალამაზდა
ისედაც ლამაზი სამეული-
ჩრდილი სინათლე და ჰაერი.

***
სიჩუმემ გზა დაუთმო
ცის ახალ მხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 905 / თარიღი: 2018-01-25 / 2:46 PM / ხუთშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0