მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - ღმერთის ნათლული სიმაღლეები / vajha khornauli - ghmertis natluli simaghleebi
2:53 PM ვაჟა ხორნაული - ღმერთის ნათლული სიმაღლეები / vajha khornauli - ghmertis natluli simaghleebi
ჩრდილში ნათება მარგალიტების და კელაპტრობა მწვანე ზროების ერთად შეკრული კალამ-თითები სტროფები როგორც სამრეკლოები.
აქ აღმაფრენა წვა და ბრიალი სამოთხის თაფლი და წყაროები იქ მდინარება არაფრიანი სიცარიელე სალაროების.
უდაბნოები გადაბუგული სევდიანობა ზანზალაკების აღარც ბაღი და აღარც ბულბული მიწად ქცეული სკამარანგები.
გზა_შეფიცული მარადისობას ოქრო სამყაროს გამოცანების სიკვდილ-სიცოცხლის ძმადნაფიცობა და მომლოდინე სალოცავები.
ნათესაობა მზის და დღეების სიტყვის თვალებში მადლი ამურის ღმერთის ნათლული სიმაღლეები ხმა ალგეთური და მსისყანური.
ყვავილოვანი მოლი კორდების დაწაფებული დარს და გალობას მანათობელი ჰორიზონტები და მწვერვალების მხარდამხარობა.
ფიქრი იმგვარი ცას რომ შეჰფერის რა აღმართები და რა პიკები და სიყვარული მაცოცხლებელი გულებისა და გალაქტიკების.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 933 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: ვაჟა ხორნაული, vaja xornauli, leqsi, vajha xornauli, ლექსი, ლექსები, vaja khornauli, vajha khornauli, პოეზია, leqsebi poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|