*** სიცოცხლეს სევდა და სიხარული ისე ამშვენებენ ვით სივრცეს ღრუბლები სხვადასხვა ფერისანი. *** სახლიდან გამოვიდა და ცით გადახურულ წვიმას შეეფარა... *** გტკიოდეს მეზობელი რომელმაც არ იცის რომ შენი იატაკი ჭერია მისთვის. *** ცა გაალამაზა და მზეს გადაევლო ნისლიდან აფრენილი ბეღურა. *** ქალი მთაზე- თითქოს დედამიწა ცას უწვდის თაიგულს. *** შენგან დავიწყებულმა ცამ გუბურიდან მზე გამოგიწოდა...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..