მდინარე ისეა დაწმენდილი რომ ზღვარი წაშლილა წყლისა და ჰაერისა.
საკუთარ თავში დარწმუნებულ ლიდერივით მიცურავს დიდი თევზი ხოლო მის კვალდაკვალ მორბენალი სტრიქონის სიტყვებივით მიიჩქარიან პატარა თევზები და მათი ჩრდილი მდინარის ფსკერზე ღამის ფურცლისგან გამოჭრილი ფოთლების ყელსაბამი გეგონება.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..