Загрузка...
ვაჟა ხორნაული - წვიმა უდაბნოში / vajha khornauli - tsvima udabnoshi - 25 იანვარს 2018 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 4:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - წვიმა უდაბნოში / vajha khornauli - tsvima udabnoshi


6:21 PM
ვაჟა ხორნაული - წვიმა უდაბნოში / vajha khornauli - tsvima udabnoshi


***
მზესა და მიწას შორის
ცელმა გაიელვა
და ღრუბლის კალთაში
ჩაცვივდა ყვავილები.

***
შვილმა დედას უყვირა
და ბზარმა გაირბინა
კედლიდან კედელში.

***
წიგნი
თაროდან ჩამოვარდა
და ავტორი
შეკრთა სამარეში.

***
თითქოს ღმერთს დაუჩოქა
ისე ჩაიშალა
მიტოვებული კოშკი...

***
სიცოცხლე მაშინაა ლამაზი
როდესაც ერთნაირად ძნელია
ადამიანთან
და ხესთან განშორება.

***
ნუ გადააბიჯებ გუბეს
რომელშიც შენთან ერთად
მოჩანან ვარსკვლავები.

თაიგულით
შევიდა ზღაპარში
საიდანაც უთოთი
და ცოცხით დაბრუნდა.

***
სამოთხიდან მოსული
მგზავრებივით
წყაროსთან
ჩამომდგარან ხელადები.

***
უღრანის სიღრმიდან
უცნაური სიჩუმე დაგიძახებს
ივლი ივლი
და წყაროს მიადგები.

***
ან იქნებ ესაა სიყვარული-
გული რომ ვარსკვლავებში შეერევა
და პატრონი ვეღარა პოულობს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 723 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi, vaja xornauli, vajha khornauli, vaja khornauli, vajha xornauli, პოეზია, leqsebi poezia, ლექსი, ვაჟა ხორნაული, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0