შენში სამოთხის სივრცეა და აისების გალობა აუმღვრეველი ნათელი ხმის მზეობა და ყანობა არც სამდურავი ღმერთისა არც საწუთროსთან მწყრალობა ნიავთან ყვავილკაცობა და ქარიშხალთან რვალობა მტერთან მგლის უდრეკელობა და ქალთან სახის მკრთალობა.
შენში მაისის სივრცეა და სიყვარულის სიბრძნეა და გაზაფხულის წყალობა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..