Загрузка...
ვაჟა ხორნაული - წესრიგის მცველი მელა / vajha khornauli - tsesrigis mcveli mela - 25 იანვარს 2018 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 4:00 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - წესრიგის მცველი მელა / vajha khornauli - tsesrigis mcveli mela


6:28 PM
ვაჟა ხორნაული - წესრიგის მცველი მელა / vajha khornauli - tsesrigis mcveli mela


ბაღებს წვიმა ენატრებათ,
ზაფხულია, ცხელა,
ზოგი ავტო ჩქარა მიჰქრის,
ზოგიც მიდის ნელა…

სასტვენით და ჭრელი ჯოხით
წესრიგს იცავს მელა.

ზის საჭესთან,თავის გზაზე
მიღიღინებს ციყვი,
მაგრამ,ხედავთ?_მის კვალდაკვალ
თამამი და ბრიყვი,
“მერსედესით” როგორ მოჰქრის,
როგორ მოჰქრის იხვი!
დაეწია,დაეჯახა
და,რაც მოხდა ამ დროს,
ყველამ ნახა:გადაბრუნდა
ციყვის კოხტა ავტო.

მიირბინა მელამ მათთან
და მრისხანედ უმზერს
იხვს,შიშისგან გაფითრებულს,
და კოპს ციყვის შუბლზე.
იხვი წუხს და ბოდიშს იხდის,
კვერცხი დაიფიცა,
მელას თავი შეაცოდა,
მერე ფული მისცა.

იქვე,ახლოს,დათვი იდგა
ბერეტით და ჯინსით,
ბურახს სვამდა,ისვენებდა
ავტობუსის ჩრდილში.
დაინახა,მელამ როგორ
ჩაიჯიბა ქრთამი,
აიჯაგრა,აბურდღუნდა,
შეიშალა ლამის.
მელას ყური აუწია,
ხოლო მერე დინჯად
მიიყვანა კაბინეტში,
სადაც ვეფხი იჯდა.

დარდობს მელა…
გულში ამბობს:
“ჩემზე ახი არის.”
პატიმრობა მიუსაჯეს
(დღე ოთხი თუ სამი),
ქათმის ხორცი აღარ ახსოვს,
ენატრება წყალი…

აგერ,ახლა ეკრანზე ჩანს
დარცხვენილი მელა.
კუდის მოჭრის ღირსიაო,_
გაიძახის ლელა.
_ქალაქიდან გაასახლეთ,_
სკამზე შეხტა გელა.

დედამ ყველა დაამშვიდა,
ამბობს ტკბილად,ნელა:
_ნუ იქნებით ასე მკაცრი,
დაივიწყეთ წყენა,
ცხოვრებაში ერთხელ მაინც
ხომ შემცდარა ყველა,
დამიჯერეთ:
თავს სულ მალე
ისახელებს მელა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 768 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ლექსი, ლექსები, leqsi, vaja khornauli, პოეზია, leqsebi poezia, ვაჟა ხორნაული, vaja xornauli, vajha xornauli, vajha khornauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0