მზის ამოსვლისა არ იყოს მზის ჩასვლაც კაი რამეა - დღე გარდასულა შორსაა თვალწინ ახალი ღამეა დაბლა შობაა ნამისა მაღლა ვარსკვლავთა ჩქამია გული სხვაგვარად წრიალებს დასალიერი მკრთალია მთვარე მოსულა წყაროსთან ირემი მოუყვანია...
ქარს ბერი ზეხმელისათვის მოუხვევია მკლავია სიყვარულისგან ნაკურთხი გალაღებულან მთანია ბნელში ღუღუნი ნათლისა და სითბო ღმერთის კალთისა არც რასთან შესადარია შვიდი ცის მეზობელი ხარ შვიდივე სალოცავია გაოცდები და შეკრთები ისეთი სანახავია სიკვდილ-სიცოცხლის ტაძრები ერთურთის გვერდით მდგარია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..