| მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - სტუმარი ციდან / vajha khornauli - stumari cidan 
 
 
 
| 6:30 PM  ვაჟა ხორნაული - სტუმარი ციდან / vajha khornauli - stumari cidan
 
 | *** სიყვარული რომ არა
 არ გამოჩნდებოდა
 უდაბნოს შუაგულში გვირილა
 და ჩიტი ოკეანის თავზე.
 
 ***
 მლოცველი
 ერთ ადგილს მიჯაჭვული
 როგორც ფუტკრიანი ყვავილი.
 
 ***
 მიწის სარკმლებიდან
 გამოწვდილი
 ხელები გეგონება
 ახლად შემოთოხნილი
 ნერგები...
 
 ***
 და გული დამშვიდდა
 როდესაც დაინახა
 რომ მზის ბზარი
 სარკმლისა ყოფილა.
 
 ***
 რა ქნას შველმა
 როდესაც ტყის გარეთ
 მზე და სიკვდილია
 ხოლო ტყეში
 სიჩუმე მგლებისა.
 
 ***
 დარდი და სიხარული
 ერთად კი არიან
 მაგრამ ვერ ხედავენ ერთმანეთს
 როგორც ერთი სახის თვალები.
 
 ***
 ზოგჯერ მიწისძვრა
 ისეთი მსუბუქია
 თითქოს ზეციერმა
 ახლად ამწვანებულ
 ჰორიზონტს გადაუსვა ხელი.
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 775 |
დაამატა: nikolozqartveli
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 
 
 
 |