მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - ცხადის წყურვილი სიზმრის მხარეში / vajha khornauli - ckhadis tskurvili sizmris mkhareshi
6:31 PM ვაჟა ხორნაული - ცხადის წყურვილი სიზმრის მხარეში / vajha khornauli - ckhadis tskurvili sizmris mkhareshi
თეთრი კედლები მწვანე ფარდები ჩიტები- ნისლით დანამულები დრო ამაღლებულ ხმათა ნათების სითბო ჩავლილი გაზაფხულების.
ცის სიღრმეებში ფერთა ხატობა (ბედნიერება სევდის ჩრდილშია) სიცოცხლისათვის ეტყვი მადლობას უფალს რომელიც გტკივა ძილშიაც.
ცხადის წყურვილი სიზმრის მხარეში ბილიკი კლდეზე უცხო არილი თოვლი და ცეცხლი ექოს ალერსი ფიქრი-უმტვერო სანთლის ალივით.
წუთისოფელი- ბრძენი დღეგრძელი და უცვეთელი მისი ალმასი აყვავებული ძველი მეწყერი მთას მოწყვეტილი ქვებით ლამაზი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 738 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: ლექსი, vaja xornauli, leqsebi poezia, პოეზია, ლექსები, vajha khornauli, vajha xornauli, ვაჟა ხორნაული, vaja khornauli, leqsi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|