Загрузка...
ვაჟა ხორნაული - ამბავი წუთისოფლისა ლამაზია და უბრალო / vajha khornauli - ambavi tsutisoflisa lamazia da ubralo - 25 იანვარს 2018 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 4:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » იანვარი » 25 » ვაჟა ხორნაული - ამბავი წუთისოფლისა ლამაზია და უბრალო / vajha khornauli - ambavi tsutisoflisa lamazia da ubralo


6:33 PM
ვაჟა ხორნაული - ამბავი წუთისოფლისა ლამაზია და უბრალო / vajha khornauli - ambavi tsutisoflisa lamazia da ubralo


ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო:

ერთი ჭაობში ნეტარებს
მეორე ზეცას უგალობს
მესამე აკვნის მთლელია
ღმერთის მარჯვენა ხელია
მეოთხე ქრება უკვალოდ
მეხუთე პიროფლიანი
ხმალგატეხილი უფარო
მტერს ებრძვის…ხოლო მეექვსე
ლაჩარია და უწყალო
მეშვიდე არავისა ჰგავს
ჯავშანს ქსოვს ვარამისაგან
ოქროს ჭრის არაფრისაგან
შენი მსგავსია უფალო.

ამბავი წუთისოფლისა
ლამაზია და უბრალო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 733 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: vajha xornauli, ვაჟა ხორნაული, vajha khornauli, ლექსები, პოეზია, leqsebi poezia, ლექსი, vaja xornauli, leqsi, vaja khornauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0