მთავარი » 2018 » იანვარი » 31 » მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო ვარდები
11:05 PM მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო ვარდები
მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე ვარდები, გადაწვდი ეკლებიც დააძვრე ღეროებს, ველური სურნელით იკალი დარდები, ტირილი არ გინდა, შენ უნდა მღეროდე...
იცეკვე იქნებ და გაწვიმდეს, ამ ღამე... გაწვიმდეს სულში რომ გაჟონოს წვეთებმა, იცეკვე!გიჟურად სხეული დაღალე, მიხვდები წვიმისას წვეთების შეხებას...
კარგი რა უბრალოდ დახუჭე თვალები ჩაკალი ტკივილი, იყვირე თუ გინდა! დათვალე წამები, ხელები გაშალე, დრო სევდას წაიღებს სიხარულს მოგიტანს
ხმამაღლა გამოთქმით იკითხე ლექსები! გრძნობები შეშალე, შეშალე ლოგიკაც, მწერალი აღარ ხარ გიჟი ხარ ვერ ხვდები?! ვერ ვარკვევ სხეულში, გული თუ ლოდი გაქვს...
მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო ვარდები, წითელი ვარდივით თავი არ მოიკლა "ვერ ავხსნი" სურნელით ჩაკალი დარდები, ვარდები დაკრიფე! ყვავილთან ნუ მიხვალ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 738 |
დაამატა: etunamaxaradze
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|