Загрузка...
ალექსანდრე შურღაია - 1572 წლის 24 აგვისტო / aleqsandre shurghaia - 1572 tslis 24 agvisto - 15 მარტში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მარტი » 15 » ალექსანდრე შურღაია - 1572 წლის 24 აგვისტო / aleqsandre shurghaia - 1572 tslis 24 agvisto


2:27 AM
ალექსანდრე შურღაია - 1572 წლის 24 აგვისტო / aleqsandre shurghaia - 1572 tslis 24 agvisto


ბართლომე მათხოვე ეგ ღამე უშრიფტო,
ეგ ღამე მათხოვე ბართლომე,
ეხებათ ცხოვრების კანონი–ბუშიდუ,
პოეტებს და ქუჩის მათხოვრებს.

ბართლომე ბოთლები და ლურჯი ფლამინგო
დღეს შენი ღამე დგას სასწორზე,
მედიჩი.პარიზი,გთხოვ სწორად გამიგე.
სწორად რომ გიგებენ ასწორებს.

მოიბინდბუნდდება აქ ერთი შეხედვით.
ორჯერ თუ შეხედავ– ღამეა.
ის რაც შენ გეხება,მხოლოდ შენ გეხება.
და განა ისე რა? ძალიან.

ბართლომე უთხარი ამათ,რომ დამარცხდი!
დაუსვი შენს დუმილს სასვენი,
რომ სიტყვებს ართქმულებს ვით ახალ
გარდაცვლილს
მშრალ ენის კუბოზე ასვენებ.

ეხებათ ცხოვრების კანონი–ბუშიდუ
პოეტებს და ქუჩის მათხოვრებს,
ბართლომე მათხოვე ეგ ღამე უშრიფტო.
ამ ღამით, ეგ ღამე მათხოვე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 752 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ალექსანდრე შურღაია, koka shurgaia, ქაღალდის თვითმფრინავები, aleqsandre shurghaia, aleqsandre shurgaia, კოკა შურღაია, ლექსი, koka shurghaia, ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0