15 მარტში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მარტი » 15



შოთა პაპავა - ალაზნის ველი / shota papava - alaznis veli


ღამე არ დაწვეო
დედაჩემმა თქვა
კოღოები დაგკბენენო
არადა ეს ტახტი მუთაქებითურთ
ამ აივანზე რომ დავდგით
ბალის და პანტა მსხალის ჩრდილში
ისე რომ პირდაპირ ალაზანს გადაჰყურებდეს
ზედ მწოლიარე განცხრომაში მყოფი
მორიგი ლუარსაბი ან დარეჯანი
იმის მერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 835 / თარიღი: 2018-03-15 / 11:16 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - სამოცი დღე / shota papava - samoci dghe


სამოცი დღეა
ათრევ შავ მიწას
ნაკელით სავსეს
ბოსტანის საბანს
სამოცი დღეა
თოხნი და ბარავ
სარეველებთან
მუდმივ ბრძოლაში
სამოცი დღეა
გამომხმარ ქლიავს
აჭრი მკვდარ ტოტებს
ისე რომ დარჩეს
ჯანმრთელი გული
რომელიც ისევ
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 814 / თარიღი: 2018-03-15 / 11:15 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - სანამ შენ გეძინა / shota papava - sanam shen gedzina


თითქმის კვირაა
მე ვეღარ გხედავდი
გეძინა ოთახში
სასტუმრო ოთახში
მე დავრჩი ოთახში
სულ მარტო ლოგინში
კი თუმცა ჯანმრთელი
და მაინც მარტო
იყო მსხვერპლშეწირვა
შენი მსხვერპლშეწირვა
შენ გქონდა ვირუსი
ხველება სურდო
მე არ მქონდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 795 / თარიღი: 2018-03-15 / 11:13 PM / ხუთშაბათი

შოთა პაპავა - როგორ დავწეროთ ლექსი ცეცხლის დანთებაზე / shota papava - rogor davtsero leqsi ceckhlis dantebaze


როდესაც გინდება ხანდახან ადამიანს
ლექსის დაწერა ცეცხლის დანთებაზე
ისეთის რომ რჩევად დარჩეს შვილებს
აი რა უნდა ქნა
პირდაპირ ნურავის მიმართავ
თუნდაც შვილებს
თუმცა წერე ისე თითქოს მათ წერდე
დაიწყე იმით რომ ხანდახან
ყველას უნდება ცეცხლის დანთება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-03-15 / 11:12 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


ჩემი ჰონორარი იმდენია,
რომ ერთი ქუდიც არ შემიძლია ვიყიდო ამ ზამთარში.
არადა როგორ გამახარებდა ისეთი ქუდი,
ახლა მეტროში გოგოს რომ ეფარა,
მომწვანო ქუდი,

ბაცი ყვითელი პომპონჩიკებით,
ერთი თავზე და ორიც გრძელ ყურებზე
ფორთოხლებივით დაკიდებული.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2018-03-15 / 11:08 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგის ბიჭი,
ჰგავდა ღვთისმშობელს,
იელები ენთო თვალებში,
მსუბუქი იყო მარტის სიოზე,
არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,
იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს,
ალბათ შორს…

როგორც უსულო ის იდგა ქარში
და გადიოდა ქუჩა მასში,
ვითო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2018-03-15 / 11:06 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან / andro dadiani - frangmenti sakutari dghiuridan


‘’დღეს ჰომოფობიური ხასიათის ბულინგი მომიწყვეს თანამშრომლებმა, პირველად მივედი სამსახურში საყურით და ვისაც არ დაეზარა უფროსიდან დაწყებული ყველამ დამცინა, მერე ჩემს სექსუალურ გემოვნებაზე მოიწყვეს იუმორისტული საათი, ღლიცინებდნენ, იღრიჭებოდნენ, მასხარაობამ ისე შეიყოლია, ადამიანებს აღარ გავდნენ, მე კი ოთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 852 / თარიღი: 2018-03-15 / 11:05 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - სპილოების სასაფლაო / andro dadiani - spiloebis sasaflao


დე, არ შემიძლია!!!
არ შემიძლია ამ ადამიანებთან ცხოვრება.
მე ნამდვილად მხოლოდ სიზმრებში ვცხოვრობ,
ჩემი ცხოვრება კი ნამდვილად სიზმარია.


ფიქრობ შვილზე და
ჩირად ქცეული ჭიანჭველასავით
მიათრევ ქუჩიდან ქუჩაზე სევდას…
ცდილობ, მოიკრიბო ძალა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2018-03-15 / 11:03 PM / ხუთშაბათი

ანდრო დადიანი - * * * / andro dadiani - * * *


მე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო

როგორი იქნება ხვალინდელი დღე
ერთი კვირით წინაც შემიძლია წინასწარმეტყველება
და ერთი წლით ადრეც.
ხვალ იქნება, ისე როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ
და როგორიც იქნება ხვალ ისე იქნება ზეგ!
არავითარი მოულოდნელობა
დილით სამუშა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 758 / თარიღი: 2018-03-15 / 11:02 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - დედას / rati qartvelishvili - dedas


მინდა ხელში აგიტაცო
და მზედ გაქციო,
რომ შენი სხივით განათდეს ზეცა,
რომ შენი ნათლით ამენთოს თვალი,
რომ ჩვენი ძველი ზაფხულის სახლი
ისევ აივსოს ჭრელი ფუტკრებით
და სურნელებით მაისის თაფლის;
რომ გაბზარული ფანჯრების მინებს
აზანზარებდეს მტრედის ღუღუნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 848 / თარიღი: 2018-03-15 / 10:57 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ღმერთი ზღვასა ჰგავს
სიზმრად რომ ვნახე
და გაღვიძებულს გადამავიწყდა,
მერე კი ცრემლი წამომივიდა
და მისმა გემომ კვლავ გამახსენა:
ბავშვობა, ცირკი და ის კლოუნი
ჩემს გაცინებას რომ შეეცადა,
მე კი შემრცხვა და ჩუმად ავტირდი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 840 / თარიღი: 2018-03-15 / 10:57 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


საოცნებო ზღვა და ცაა,
ბინდი უყვართ ლიანებს,
გათენდება სადაცაა,
შენ კი სულ იგვიანებ.

დაფნისა და პალმის ჩეროს
ფანტომები გროვდება,
სიყვარული, დავიჯერო,
ახლა არ გაგონდება?

ღამით ზღვა და არა დღისით,
ჩრდილი ცისფერ აფრისა,
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ო, როგორ მიყვარდა
ძვირფასი ტუჩები,
ვნების გახელება
და კოცნა ურჯულო,
ნაცნობი სოფელი,
ბაღი ალუჩებით
და ტყეთა სიხშირე
უხმო, უჩურჩულო.
მახსოვს ადგილები
ხეთა საყვარელი,
დგანან იქ ცაცხვები
ტოტებგაჩურჩული,
ბაღის ბილიკებზე < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


ხშირად ვიხსენებ ამ ბოლო დროს, რა ძვირფასია
ხანა გრძნობების მოგიზგიზესი,
რომ სიყვარული ერთადერთი სილამაზეა,
სილამაზეთა კიდევ მიზეზი.

და ახლა,როცა მე ვიგონებ გულს ცეცხლის ალთა
და რევას იმგვარს თუ რას არქმევდა,
დაეცა ბაღებს შუქი მკრთალი და აკანკალდა;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2018-03-15 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


მამა, ძვირფასო, მე შენ გიპოვე,
ვით ძველი წიგნი წაუკითხავი
და მის გვერდებზე შემორჩენილი
ვარდის გამხმარი ერთი ფურცელი,
როგორც სარჩევი, თითქოსდა ჩემთვის
იქ საგანგებოდ დატოვებული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2018-03-15 / 10:55 PM / ხუთშაბათი

რატი ქართველიშვილი - * * * / rati qartvelishvili - * * *


მაშინ როდესაც ყველას ეძინა
გულს უცნაურად რად გაეცინა?
ალბათ ვერხვი და მწუხარე ხვია
ჩემს მოგონებებს გადაეხვია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2018-03-15 / 10:54 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


ცხოვრების წიგნიდან ერთი დღეც მოეხა.
იყურე კარისკენ, ვინ არის - არავინ.
მიუვალ ადგილას მოსული თოვლი ხარ,
ჯერ ფეხდაუდგმელი და გაუკვალავი.

თუ ბედი განსაცდელს შენს მხრებზე აცურებს,
სისხლი არ დალიო, დალიე არაყი.
შარვალზე ღილივით აწყვეტილ კაცუნებს
ზედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 825 / თარიღი: 2018-03-15 / 3:13 AM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარულით სავსე გული / nika cherkezishvili - siyvarulit savse guli


ცარიელი ოთახი,
ცარიელი ჯიბეები,
ცარიელი დღე.

...

მე კიდევ,
სიყვარულით სავსე მაქვს გული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2018-03-15 / 3:12 AM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - თაღლითი ჯეკი (დღენაკლულებს) / nika cherkezishvili - taghliti jeki (dghenaklulebs)


ეს -
მათ ჰგონიათ ასე,
რომ იციან...

შენ აკვირდები მანიპულირებული მარიონეტების პოზიციებს,
ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ქცევებს,
ჩვევებს,
მათთვის დამახასიათებელს,
ნერვულ აშლილობებს,
აფექტებს,
რათა მისცე არათანმიმდევრული ასპექ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 984 / თარიღი: 2018-03-15 / 3:11 AM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


კარგა ხანია მივხვდი,
რომ სისულელეა ყველაფერი
და სრულიად უბრალო,
ყველაზე ჩვეულებრივ სიტყვებს ვეძებ.

...

გუშინ,
სამარშრუტოში,
მართლა ღმერთივით დავყურებდი თავზე მოხუც ქალს,
პოლიეთილენის პარკში გამოკრულ ხურდა ფულს
რომ აკოწიწებდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2018-03-15 / 3:08 AM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


დღის ბოლოს ყველა თავის თავზე ფიქრობს.

...

ნეტავ,
ვისზე ფიქრობდნენ ისინი,
ვინც მზის ჩასვლამდე ვერ მიაღწიეს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 899 / თარიღი: 2018-03-15 / 3:07 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - უფალო უსმინე შავარდენს ცოდვილს და მონანულს მარად / torrnike narozauli - ufalo usmine shavardens codvils da monanuls mar


"უფალო! უსმინე შავარდენს,"
ცოდვილს და მონანულს მარად
ან იქნებ არხოტის მთებიდან
წლების წინ ჩამოსულს ბარად
უსმინო პოეტს და მის ლექსებს,
თავი რომ არ უღირთ გროშად,
იქ, სადაც ის ფასობს პოეტად,
ვინც მეტ სისულელეს როშავს;
ვინც ცხოვრობს კურთხეულ კოშკებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2018-03-15 / 3:01 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - მარილწყალი და დაჭრილი ნიორი... / torrnike narozauli - mariltskali da dachrili niori...


"მარილწყალი და დაჭრილი ნიორი..."

ეს არ არის ამონარიდი კულინარული წიგნიდან.
ეს ამონარიდია მარტოხელა დედის ცხოვრებიდან,
ამ კურთხეულ ქვეყანაში,
როდესაც მისი პატარა გოგონა კბილისტკივილით იტანჯება,
ხოლო მისი ხელფასი ზედმეტად თავმდაბლურია
ისეთი ფუფუნებისთვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 933 / თარიღი: 2018-03-15 / 2:58 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


ოთახი. სითბო. სიჩუმე. ლამპრები.
მაგიდა. ფურცელი. კალამი. მელანი.
ბუხარი. პაპა და დევებზე ზღაპრები.
ეზოში ცისფერი ფიფქები ელავენ.

სიჩუმე. თითები. ნეკერჩხლის ტკაცუნი.
ბებია ჩაიდნით. შალშავის მურაბა.
საბანი ცხვირამდე. ყველაზე დაცული
ადგილი - საწოლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 793 / თარიღი: 2018-03-15 / 2:56 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


მყოლია ისეთი შეყვარებული,
მანქანა რომ მყოლოდა არ დამშორდებოდა.
მყოლია ისეთი, უფრი სიმპატიური რომ ვყოფილიყავი
არ დამტოვებდა.
მყვარებია ისეთი გოგო,
ჩემი ბავშვურობა ვერ აუტანია.
ისეთიც ყოფილა,
ჩემი სერიოზულობისა და სიმკაცრისთვის ვერ გაუძლია.
ცალმხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 762 / თარიღი: 2018-03-15 / 2:55 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


არ ვიცი, მზე ცას როგორ იფარდებს,
არ ვიცი, ღალატს რის სურნელი აქვს,
მხოლოდ ის ვიცი, როგორ მიყვარდე,
სხვა ყველაფერი ს ი ს უ ლ ე ლ ე ა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 731 / თარიღი: 2018-03-15 / 2:55 AM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


ქარები ისევ... ისევ ქარები...
ცეცხლში გახვიეს რომი ქარებმა...
გულო ამაოდ მემუდარები,
არ შემიძლია გამოდარება!

კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2018-03-15 / 2:54 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - უთხარით ყველას / aleqsandre shurghaia - utkharit kvelas


როცა მოთმინება საბოლოოდ პიკს მიაღწევს
და ბოლო ნერწყვი მშრალად გადაცდება სასულეს,
ადექი და თქვით:
უთხარით-შეყვარებულს,რომ რახანია მისი იმიჯი არ მოგწონთ,
რომ მის თმას ღია ფერი არ უხდება,
რომ ეს გრძნობებიც ხუნდებიან ერთ მშვენიერ დღეს,
რაღაც თუ არ იმოქმედე,რაღაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2018-03-15 / 2:38 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * *


დრო თუ შეჩვევაა, მე ვერ შევეჩვევი
ტკივილს ღიმილიანს. ჰოდა ნუ მასწავლით!
გითხრეს, შენს ქუჩაზე დღესაც შემამჩნიეს,
თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი.

ვისთვის სასახლეა ბედნიერებები,
ბევრი მანქანა და ცოტა სიყვარული,
ჩემთვის სიმშვიდეა ღერი სიგარეტი,
ჭიქა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 783 / თარიღი: 2018-03-15 / 2:36 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * *


როცა უშედეგო სამსახურის ძებნის შემდეგ,
შინ მეასედ ,
ფეხქვეშ ცხოვრებაგამოცლილი დავბრუნდები,
ნუ მაგრძნობინებ,რომ დღეს სახლში
პურის ნამცეციც არ არის,
რომ სურსათიც ბოლომდე გამოგველია,
და ცარიელი მაცივარიც მხოლოდ თავის თავს ყინავს.
და რომ ცუდი სიზმრები გეზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-03-15 / 2:35 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * *


ყოველთვის ხდება ასე,
რომ მარტოობა არა,
მონატრებები-გავსებს
და შეგრძნებები- გფარავს.
მოიღრუბლები, მზიან
დღეებს გაატან წყენას,
მე გული ჩემზე კი არ
შენს დაწყდომაზე მწყდება.
რა გახდა ერთი წვეთი
და ორი გრამი ფიქრი?
ჩამომიჩოჩდი გვერდით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 773 / თარიღი: 2018-03-15 / 2:33 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - სირია / aleqsandre shurghaia - siria


დადუმდა სიო,დუმს ბომბი და ტერორისტი,
და ეს სიჩუმე, სხვა ხმაურზე ბევრად ძვირია,
ღმერთო მე ლექს ვწერ,არაფერი.მე ნუ მომისმენ,
იმ ნაღმზე დამდგარ ბავშვს უშველე და მთელ სირიას.

კომენტარები: 0 / ნანახია: 696 / თარიღი: 2018-03-15 / 2:31 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - მამა / aleqsandre shurghaia - mama


ხშირად მომხდარა, რომ ქუჩაში ვიღაც მამაკაცს
დიდხანს უყურებ - ხედავ, გეცნო და ვერ იხსენებ...
და არის ერთი თეორია, რომლის თანახმად
სახლში მისული მთელი ღამე ვერ მოისვენებ.
ფიქრში იმაზე, თუ ვინ იყო, გეცნო საიდან,
მოგაქვს ალბომი, კარადიდან გვერდით თარო ჩანს...
ათვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 767 / თარიღი: 2018-03-15 / 2:29 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - 1572 წლის 24 აგვისტო / aleqsandre shurghaia - 1572 tslis 24 agvisto


ბართლომე მათხოვე ეგ ღამე უშრიფტო,
ეგ ღამე მათხოვე ბართლომე,
ეხებათ ცხოვრების კანონი–ბუშიდუ,
პოეტებს და ქუჩის მათხოვრებს.

ბართლომე ბოთლები და ლურჯი ფლამინგო
დღეს შენი ღამე დგას სასწორზე,
მედიჩი.პარიზი,გთხოვ სწორად გამიგე.
სწორად რომ გიგებენ ასწორ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 751 / თარიღი: 2018-03-15 / 2:27 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე შურღაია - * * * / aleqsandre shurghaia - * * *


არანაირი.სამ ცალ..სქელტანიან წიგნებს,
პოეტები თვეში ბეჭდავენ და ერთ ცალს
გადაგდებულს ნახავს,ბავშვი ვიღაც ციგნის
და ულექსო ფურცლებს თვითმფრინავად კეცავს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2018-03-15 / 2:26 AM / ხუთშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0