ყოველთვის ხდება ასე, რომ მარტოობა არა, მონატრებები-გავსებს და შეგრძნებები- გფარავს. მოიღრუბლები, მზიან დღეებს გაატან წყენას, მე გული ჩემზე კი არ შენს დაწყდომაზე მწყდება. რა გახდა ერთი წვეთი და ორი გრამი ფიქრი? ჩამომიჩოჩდი გვერდით და მერე რიგში მივყვეთ- ყველა თემას და საკითხს (მგონი ამის დროც დადგა) ჯერ შენ დაიწყე რა კი აზრი ტუჩებთან გადგას. ოდნავ იყავი მკაცრიც ჩემს ფიქრს აუბი გვერდი, მე კი ვიფიქრებ-მარცხნივ და ოდნავ ჩრთილოეთით, თითი მიადე ვარსკვლავს მიდი,რა მოხდა.ცადე! ამ აივნიდან რაღაც ერთი მეტრი ჩანს ცამდე მანძილი.ოღონდ ფრთილად ქვემოთ მეზობლის სახლში ბავშვის ოცნებებს სძინავთ, ულამაზოა ბავშვის გამოღვიძება ამ დროს, შენ კი დათვალე ცხრამდე ის დროა მიწა დავთმოთ და ცამდე ვარსკვლავს ავყვეთ. რაც გინდა მკითხე გზაში ოღონ მომყევი გვერდით, მე კი ვიფიქრებ მარჯვნივ და ოდნავ ჩრთილოეთით.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..