Загрузка...
ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * * - 15 მარტში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მარტი » 15 » ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * *


2:35 AM
ალექსანდრე შურღაია - * * */ aleqsandre shurghaia - * * *
როცა უშედეგო სამსახურის ძებნის შემდეგ,
შინ მეასედ ,
ფეხქვეშ ცხოვრებაგამოცლილი დავბრუნდები,
ნუ მაგრძნობინებ,რომ დღეს სახლში
პურის ნამცეციც არ არის,
რომ სურსათიც ბოლომდე გამოგველია,
და ცარიელი მაცივარიც მხოლოდ თავის თავს ყინავს.
და რომ ცუდი სიზმრები გეზრდებიან ყელში სიმსიმვნედ,
და ოთახში ლექსებზე მეტად,გადაუხდელი ქვითრები დაგროვდა.
და როცა სახლში იმედგაცრუებული და თავდახრილი დავბრუნდები
ნუ მაგრძნობინებ,
რომ ყველაფერი ყელში ამოგდის,
რომ ჩემი მცდელობა თავსხმა წვიმაში სიგარეტის მოკიდებას გავს,
მაშინ როცა ,ბოლო ღერი იმედის ასანთი- შენ ხარ.
რომ თავის გატანაზე მეტად ამ ყველაფრის ატანა გიჭირს,
და რომ ფიქრს საბოლოოდ გადაეჩვიე,
და ოცნებებიც ნათესავებივით რახანია აღარ გსტუმრობენ.
რომ თითზე ფრჩხილის ნამცეციც კი აღარ შემოგრჩა,
ყველა სიმწარე ჩიკვნიტე,ყველა ჩაკვნეტაც.
და როცა სახლში მიწამდე თავცაქინდრული დავბრუნდები
ნუ დამახვედრებ ჩემს ლექსებს დახეულს,
და ის ჭურელიც გადამალე,რომ დაამსხვრიეე,
და ის ოთახიც მოითმინე,რომელიც გიჭერს.
და ის ჰაერიც გადაყლაპე,რომელიც გრამი არ დარჩა.
და იმ ღმერთზეც ილოცე,რომ გგონია საბოლოოდ დავავიწყდით.
და როცა დაბრუნდები სახლში, რომლიდანაც ალბათ დღე დღეზე გამოგვასახლებენ,
ნურაფერს მეტყვიი,
უბრალოდ შენი თვალების ჩამიწერე ფირზე,
რომ ციმციმს მოვუსმინო და მივხვდე,
რამდენი ცრემლი დაგცვივდა
ამ ყველაფერზე ფიქრით,
რომ სიმწრისგან ამდენ იმედგაცრუებულს- ათას მეერთედ მომეცეს ძალა
და გავიდე სამსახურის საძებნად,
იმ ქვეყანაში
სადაც პოეტებს, ოჯახი მშიერი უკვდებათ,
ხოლო მათი ლექსებით, მთელი ქვეყანა დადის მაძღარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 820 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ქაღალდის თვითმფრინავები, ლექსები, aleqsandre shurghaia, ალექსანდრე შურღაია, კოკა შურღაია, koka shurgaia, aleqsandre shurgaia, koka shurghaia, ლექსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0