დრო თუ შეჩვევაა, მე ვერ შევეჩვევი ტკივილს ღიმილიანს. ჰოდა ნუ მასწავლით! გითხრეს, შენს ქუჩაზე დღესაც შემამჩნიეს, თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი.
ვისთვის სასახლეა ბედნიერებები, ბევრი მანქანა და ცოტა სიყვარული, ჩემთვის სიმშვიდეა ღერი სიგარეტი, ჭიქა არაყი და ფეხით სიარული!
იქით, საითკენაც გული გადამქაჩავს მინდა, ხოში მაქვს და სადაც ვიარები როცა ქუჩა იგებს ჩვენი ფეხის დადგმას რატომ ვერ გვიგებენ ადამიანები???
როცა მიდიან და აღარ ბრუნდებიან ერთი გული გვაქვს და სხვა გულს დავაზომეთ როცა გვიტოვებენ მისდა უნებლიედ სიტყვას - "მშვიდობით" და ფოტოს სამახსოვროდ.
არა, ცხოვრებაზე არ ღირს გაკიდება ვინ კი დაედევნა, მერე რა ხეირი? ზოგსაც იპოვნიან ხეზე დაკიდებულს ზოგიც ცას უყურებს ისე არხეინად,
თითქოს ვარსკვლავები ჰყავდეს აღრიცხვაზე თითქოს ერთი აკლდეს. (ანდა ზედმეტია) და თუ ორი დღე ვარ, მაინც ქვეყანაზე და თუ ასე ვცხოვრობ... სხვებზე ვერ გეტყვი და...
ჩემი გულის ჯიბე, წიგნით იზომება მარჯვნივ ბაძაღუა, მარცხნივ მოპასანი ჰოდა ვივლი ასე, სანამ მისწორდება... თმებგაჩეჩილი და წვერგაუპარსავი...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..