მყოლია ისეთი შეყვარებული, მანქანა რომ მყოლოდა არ დამშორდებოდა. მყოლია ისეთი, უფრი სიმპატიური რომ ვყოფილიყავი არ დამტოვებდა. მყვარებია ისეთი გოგო, ჩემი ბავშვურობა ვერ აუტანია. ისეთიც ყოფილა, ჩემი სერიოზულობისა და სიმკაცრისთვის ვერ გაუძლია. ცალმხრივად შეყვარებული გოგოებიც მყოლია და ცალსახად შეუყვარებელნიც. მდინარის დინებასაც გავყოლილვარ და დინების საწიმააღმდეგოდაც გამიცურავს. დიდთოვლობას ალუბლოს ხეებიც დამირგავს და გამზირზე საზაფხულო მაისურითაც გამისეირნია. უზომოდ მთვრალსაც შემძულებია ლამაზი ქალის სხეული და უგონოდ ფხიზელიც მივცემივარ ტკბობას. ქვაზეც მიხლია თავი და თავში ქვაც მიხლია. რა ჯანდაბა არ მიკეთებია. რა ჯანდაბა არ გამისინჯავს. მაგრამ არაფერს არ ჰქონია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც შენი, სრულიად უცხო ადამიანის, სურათის ნახვას.
მე შემიძლია ყველაფერზე ერთი პწკარით მეტი - საკუთარი თავი დავტოვო და მოვიდე შენამდე. მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ შენ მთხოვ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..