მთავარი » 2018»მარტი»15 » თორრნიკე ნაროზაული - მარილწყალი და დაჭრილი ნიორი... / torrnike narozauli - mariltskali da dachrili niori...
2:58 AM
თორრნიკე ნაროზაული - მარილწყალი და დაჭრილი ნიორი... / torrnike narozauli - mariltskali da dachrili niori...
"მარილწყალი და დაჭრილი ნიორი..."
ეს არ არის ამონარიდი კულინარული წიგნიდან. ეს ამონარიდია მარტოხელა დედის ცხოვრებიდან, ამ კურთხეულ ქვეყანაში, როდესაც მისი პატარა გოგონა კბილისტკივილით იტანჯება, ხოლო მისი ხელფასი ზედმეტად თავმდაბლურია ისეთი ფუფუნებისთვის, როგორიც ტკივილგამაყუჩებელია.
მე არ მინდა, აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილ დედებს, საქართველოდან ნებაყოფლობით წასვლა უწევდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილებს ვერ იმეტებენ დაჭრილი ნივრისა და მარილწყლისათვის.
მე არ ვარ ექვთიმე თაყაიშვილი, მაგრამ საკუთარი ქვეყნის დედაქალაქში, ვცხოვრობ სამადლოდ, დაახლოებით 300 ლარად და ვიცავ ეროვნულ საგანძურს 300 ლარიანი ანგარებით,
საჭიროა მარტივი არითმეტიკის ცოდნა რომ შევძლოთ გამოთვლა, რას უდრის ნაშთი, რომელიც ერთი თვის ხელფასისთვის სახლის ქირის გამოკლების შედეგად რჩება.
0-ს.
მე არ შემიძლია, ვიზრუნო მარტოხელა დედებსა და მათ არასრულწლოვან შვილებზე, მაგრამ შემიძლია დავწერო მათ ტკივილზე...
ხოლო ისინი, ვისაც შეუძლია მსგავსი პრობლემების გადაჭრა, საუბრობენ ჩემზე, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერ პოეტზე.
-
ჩემო კეთილო არქიფო სეთურებო - გავარტყი თქვენს დახვეწილ მანერებსა და დიდაქტიკურ მოტივებს, როცა დედაქალაქში ეროვნული განძი გილპებათ და ეროვნულ საგანძურზე ბევრად მნიშვნელოვანი - ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი - ტოვებენ კურთხეულ საქართველოს, რადგან შვილებს ვერ ეუბნებიან, რომ ხელფასამდე მოითმინონ კბილისტკივილი.
რადგან შვილებს ვერ იმეტებენ დაჭრილი ნივრისა და მარილწყლისათვის.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..