თორრნიკე ნაროზაული - უფალო უსმინე შავარდენს ცოდვილს და მონანულს მარად / torrnike narozauli - ufalo usmine shavardens codvils da monanuls mar - 15 მარტში 2018 - პოეზიის სამყარო
მთავარი » 2018»მარტი»15 » თორრნიკე ნაროზაული - უფალო უსმინე შავარდენს ცოდვილს და მონანულს მარად / torrnike narozauli - ufalo usmine shavardens codvils da monanuls mar
3:01 AM
თორრნიკე ნაროზაული - უფალო უსმინე შავარდენს ცოდვილს და მონანულს მარად / torrnike narozauli - ufalo usmine shavardens codvils da monanuls mar
"უფალო! უსმინე შავარდენს," ცოდვილს და მონანულს მარად ან იქნებ არხოტის მთებიდან წლების წინ ჩამოსულს ბარად უსმინო პოეტს და მის ლექსებს, თავი რომ არ უღირთ გროშად, იქ, სადაც ის ფასობს პოეტად, ვინც მეტ სისულელეს როშავს; ვინც ცხოვრობს კურთხეულ კოშკებში და მშიერ მოყვასზე გოდებს; ვინც დაუფიქრებლად გაყიდდა ღირსებას - გრამიც რომ ჰქონდეს; უფალო, უსმენდი იაშვილს - სხვა თვითმკვლელ შვილებსაც, ალბათ, შენ იცი, მეც მათ გზას მივლოკავ დაჭრილი მგელივით ხარბად, ხალხი კი ჩემს ღიმილს იჯერებს - ტკივილებს არავინ იმჩნევს, გარშემო ათ კაცს თუ ვენდობი და მაინც იმ ათასს ვირჩევ, ვინც, როცა ვჭირდები მეძახის და როცა მჭირდება ქრება, მე ყველგან სიყვარულს ვეძებდი - მტრად თვითონ მაქციეს მტრებმა. ვის ერთგულებასაც ვცდილობდი მან მასვა ღალატის შხამი, ვისთანაც მართალი ვიყავი გამოდგა სიცრუის ხამი, ახლა კი თავსაც არ ვენდობი, საერთოდ თუ შემრჩა თავი, მძორივით ვაგდივარ ფერდობზე, გარშემო ათასი სვავი მიზის და მიღიმის, ნაბიჭვრებს იზიდავს დაცემის გემო... სხვამ ყველამ მიმუხთლა - შენ მაინც... შენ მაინც უფალო, ჩემო! უსმინე დაწყევლილ შავარდენს, წყეული მელექსის კალამს, შენამდე მოსასვლელ ბილიკებს თოკივით რომ წნავს და რკალავს, სანამ მზე გასჩრია ხახაში იერუსალიმელ მამალს...
შენ უწყი ყოველი, რასაც ეს სასცენო ღიმილი მალავს.
უფალო უსმინე შავარდენს ცოდვილს და მონანულს მარად.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..