მთავარი » 2018 » აპრილი » 23 » ნამზეურ სხეულს..
|
ნამზეურ სხეულს მოეფერა ნიავი ტალღით. შიშველი კანის სითბო იგრძნო ფიქრებმა უცებ. მზეში ნაკოცნი ოცნებები ,დაისით ჩადის. დაისში გულსაც ნამზეური ვნებები უცემს. მზემოკიდებულ ზღვის ზეწარში შეცურდა ქარი და მზერა მორცხვად გააყოლა,ნატერფალ ადგილს. ნამზეურ სხეულს მზე მოჰპარა...გაძარცვა წამით და შეერია სივრცეს გრძნობით...ფიქრებით დაღლილს. ნამზეურ სხეულს მოეფერა ნიავი განცდით. ქვიშის საათში დაიცალა ლოდინთ თითქოს. ტალღა შეიგრძნო შეეხო და ეთხვია ნაპირს ნაპირს კი ქალის სურნელივით აჩუქა სითბო. ნინო მაჭავარიანი წებელდელი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 809 |
დაამატა: techer
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|