03 აპრილში 2018 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 12:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » აპრილი » 03



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


"და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა."
ლუკას სახარება 23.42.

შეიძლება,
ათასები გკითხულობდნენ,
მაგრამ თვითონ,
სულ რამდენიმე კაცს თუ წაუკითხავ საკუთარ ლექსებს.

ცხოვრება მხოლოდ იმისთვის ღირს -
ჯვარს ეცვა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1012 / თარიღი: 2018-04-03 / 1:11 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ღმერთი / nika cherqezishvili - ghmerti


შენ ადამიანი არ ხარ.

...

შენ ვერასოდეს შეძლებ ჩვენს მიტოვებას,
ღმერთო!

კომენტარები: 0 / ნანახია: 713 / თარიღი: 2018-04-03 / 1:10 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ბედი / nika cherqezishvili - bedi


ბედი?
შენ იცი,
არასოდეს მწყალობდა ბედი
და მაინც ვწერდი,
რასაც ჩემთვის ცხოვრება შლიდა.
თუმცა მინდა,
რომ ბნელ სარდაფში გულაღმა ვეგდო,
მზის გულზე ვდგავარ,
რომ მხედავდე
და იყო მშვიდად.

კომენტარები: 0 / ნანახია: 785 / თარიღი: 2018-04-03 / 1:08 PM / სამშაბათი

შეხვედრა ნიკა ჩერქეზიშვილთან / shekhvedra nika cherqezishviltan


National Library of Georgia / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
3 აპრილი, სამშაბათი 18:30-დან - 20:00

"თუ შენს დარდს
მისხლითაც კი შევამსუბუქებ,
ნებისმიერ დროს,
დავსხდეთ
და საათობით ვილაპარაკოთ ჩვენს ცხოვრებაზე."

ეს არის ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2018-04-03 / 1:05 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ლომბარდის რიგში დგას
მარტოხელა დედა
ღვთისმშობლის გულსაკიდის დასაგირავებლად,
მის ახალშობილს კი არავინ ეთამაშება,
რომ ტირილი შეწყვიტოს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 803 / თარიღი: 2018-04-03 / 12:58 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იცვლება დრო,
იცვლებიან ადამიანები,
მაგრამ არის რაღაც,
რაც ღმერთამდეა მისატანი
და მე მივიტან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2018-04-03 / 12:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ვისაც უყვარხარ,
ის ზურგიდან არ მოგექცევა,
საითაც არ უნდა გაიხედო,
წინ დაგხვდება მაინც.

კომენტარები: 0 / ნანახია: 735 / თარიღი: 2018-04-03 / 12:55 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეზია არ არის.. / nika cherkezishvili - poezia ar aris...


პოეზია არ არის
ფანჯრიდან გარეთ ყურება,
პოეზია არის
ქუჩაში გასვლა.

...

ჩვენში
ერთ ლექსზე
ათი ოთახის პოეტი მოდის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 737 / თარიღი: 2018-04-03 / 12:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩვენ დავმარცხდით,
რადგან ანგელოზები ვართ.

...

ომებს კი,
ომებს ან დემონები იგებენ,
ან ადამიანები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 678 / თარიღი: 2018-04-03 / 12:52 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მეზობლის გაჩხიკული ბავშვი კითხულობს,
რა ღირს წინა დღის პური...

ვუყურებ
და ვფიქრობ,
რომ იქ,
სადაც სუქდებიან ერთეულები,
ნეკნებზე გადაკრული ტყავით უწევთ ცხოვრება
ასი ათასებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 664 / თარიღი: 2018-04-03 / 12:52 PM / სამშაბათი

იანუშ კორჩაკი - * * * / ianush korchaki - * * *


უფალო,
გრძელ ლოცვას არ აღვავლენ,
არც უსასრულო ოხვრას მოვყვები,
ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა
და სახელისათვის,
შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი,
არც პატივს ვითხოვ.

არ მაქვს ფრთოსანი აზრები,
რომლებიც ჩემს ლოცვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2018-04-03 / 12:50 PM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0