Загрузка...
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1 - 17 მაისში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-04-26, 6:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მაისი » 17 » ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1


9:40 PM
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1
* * *
რადიოშიშინი…
სატელევიზიო ანძას ღრუბელი გამოედო,
ალბათ იწვიმებს..

* * *
სანამ ლუდს მოვსვამდი
შემოდგომის ბაღს გავხედე
ტანსაცმლის მაღაზიაში 80%_ანი ფასდაკლებაა.

შიში

ნუ გეშინია დედა,
ნუ კეტავ ფანჯრებს,
მე გალაკტიონი არა ვარ..

დრო

ჯემპრი, რომელიც პირველ პაემანზე მეცვა,
ახლა ფეხის საწმენდადაგდია
შემოსასვლელ კართან..

* * *
ხეებს შორის გაბმული ჰამაკი…
თითქოს გოგონამ საცვალი ჩამოიწია
მუხლებს ქვემოთ.

* * *
ანგელოზებმა თეთრი ღრუბელი
გასაშრობად გაფინეს,
პატარა გოგონამ ქოლგაგაშალა.

* * *
ჩაძინებულ ასტრონომებს ღმერთი ვარსკვლავებიდან
უჭვრეტდა, მერე ნიცშე გაახსენდა და
სიცილით მოკვდა..

* * *
მარტის ღრუბელში
ამოვლებული ვაშლ;ის ხე,
ახლაც ყვავილობს ჩემსეზოში.

* * *
კვირტებით დათოვლილ
ალუბალს შევხედე და
გუნდაობა მომინდა..

აგვისტო, ალუბალი, ბალიში, ბუმბული, ბუნება, გაზაფხული, გაოფლილი, გვირაბი, გოგირდი, თითები, კოდალა, ლამპიონი, ლიფთი, მამალი, მატარებელი, მეძავი, მზე, მთები, მიტოვებული, მუხა, ნარჩენი, ნაყოფი, ნაჯახი, ნეკნები, ნისკარტი, ორგაზმი, პიანისტი, პოეზია, პოეტი, საათი, საქანელა, საწოლი, სახლი, სექსი, სტუმარი, სურნელი, სხეული, ტკივილი, უსასრულობა, ფანქარი, ფარა, ფეხი, ფეხმძიმე, ფოთოლი, ქალი, ქარი, ღამე, ღმერთი, ყვავილი, ყური, შარვალი, ჩრდილი, ცეცხლი, ცხელი, ცხვარი, ძალა, წვიმა, წუთი, ხე, ხმა, ჰაიკუ, ჰორიზონტი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1032 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რუსული არდადეგები, 40 კილომეტრში, erekle deisadze, ერეკლე დეისაძე, 40 kilometrsh, saidumlo siroba, damlagebeli, rusuli ardadegebi, საიდუმლო სირობა, დამლაგებელი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0