ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 4 / erekle deisadze - haikuebi 4
გამეღვიძა და ჩემს გვერდით იწექი.
გამეხარდა და ცა
შარვალში ჩავიტნიე
.
* * *
მონატრებისაგან ისე მაგრად ჩაგეხუტე,
ვერც კი მივხვდით,
როგორ გავიარეთ ერთმანეთის სხეული…
.
"ყურის წმენდისას დაწერილი ჰაიკუ"
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 762 / თარიღი: 2018-05-17 / 10:05 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - მატარებელი გვირაბში შევიდა / erekle deisadze - matarebeli gvirabshi shevida
მატარებელი გვირაბში შევიდა…
მთებმა ღრმად ჩაისუნთქეს…
ორგაზმამდე ხუთი წუთი რჩებოდა…
შემოდგომა ქუჩა დაბერდა,
ფოთლები გასცვივდა
ძალა გამოელია და
დგას ლამპიონის ყავარჯნებზე ჩაფიქრებული…
კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2018-05-17 / 9:56 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - აგვისტოს წვიმა / erekle deisadze - agvistos tsvima
რატომ გიკვირთ აგვისტოს წვიმა?
გაოფლილმა ბუნებამ შხაპი მიიღო,
ცხელი ქარი ქრის, ალბათ ახლა თმებს იშრობს…
ისევ შემოდგომა
წვერი მოეზარდა მიწას,
სანამ თოვლით აიქაფავს
გლეხები ცელებს ლესავენ შინ.
კომენტარები: 0 / ნანახია: 744 / თარიღი: 2018-05-17 / 9:55 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - სექსი ლიფტში / erekle deisadze - seqsi liftshi
სექსი ლიფტში
მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…
შემთხვევა ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…
კომენტარები: 0 / ნანახია: 859 / თარიღი: 2018-05-17 / 9:52 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3
***
სანაპიროს პირდაპირ ჰორიზონტს ხაზი გაუწითლდა,
მეთევზეები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ
ღრუბლის ბიუსტჰალტერი უჭერდა ცას.
***
ქუჩები ქალაქის ბიოგრაფიას,
მარადმწვანე ნაძვის კენწეროებით
წერდნენ ცაზე.
"სექსის წინ"
სურვილი ჩაიფი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 751 / თარიღი: 2018-05-17 / 9:50 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 2 / erekle deisadze - haikuebi 2
შეყვარება
შენი მარცხენა კერტი ჩემი სიგიჟის ღილაკია,
თითი მივაჭირე და
გულის ლიფტი გაიღო…
.
***
ცრემლებმა თავსხმა წვიმას
წამწამების ქვეშ
შეაფარეს თავი…
.
კოღო
ყურთან მონოტონური სერენა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 885 / თარიღი: 2018-05-17 / 9:45 PM / ხუთშაბათი
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1
* * *
რადიოშიშინი…
სატელევიზიო ანძას ღრუბელი გამოედო,
ალბათ იწვიმებს..
* * *
სანამ ლუდს მოვსვამდი
შემოდგომის ბაღს გავხედე
ტანსაცმლის მაღაზიაში 80%_ანი ფასდაკლებაა.
შიში
ნუ გეშინია დედა,
ნუ კეტავ ფანჯრებს,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2018-05-17 / 9:40 PM / ხუთშაბათი