Загрузка...
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3 - 17 მაისში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მაისი » 17 » ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3


9:50 PM
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3
***
სანაპიროს პირდაპირ ჰორიზონტს ხაზი გაუწითლდა,
მეთევზეები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ
ღრუბლის ბიუსტჰალტერი უჭერდა ცას.

***
ქუჩები ქალაქის ბიოგრაფიას,
მარადმწვანე ნაძვის კენწეროებით
წერდნენ ცაზე.

"სექსის წინ"

სურვილი ჩაიფიქრე სანამ გაიხდი
ჩვენი თხევადი ბავშვი
ჯერ ისევ ჩემშია.

***
მოდი სადმე გავისეირნოთ
ხომ შეიძლება თავბრუდახვეული დედამიწა
უცბად გაჩერდეს.

***
ადამიანად ვერ ამიტანე…
უკვე შენი ტუჩის პომადა ვარ
არ გინდა მაკოცო?დაცინვა

შენი სუნთქვით დაორთქლილ მინაზე
თითით მინაწერი ლექსები
ქარებმა წაიკითხეს.

"წერილი თუ სიხარული?"

ცაზე მოწყვეტილი ვარსკვლავი
თვალში ჩამივარდა და
ღმერთი დავინახე.გაზაფხული

აპრილის ოთხშაბათში ვიდექი,
ხეებს ვიღაცამ სული შეუბერა,
ქერტლივით გაიფანტნენ კვირტები.

ყურის წმენდისას დაწერილი ჰაიკუ

ღმერთო ჩემო! ამდენი გოგირდი და
მაინც ასეთი მძაფრი პოეტური სმენა
საოცარია,არა?

"პოეტი მეძავთან"

ნეკნებზე თითები დავაწყე
”ჩემი სასიყვარულო ინსტრუმენტი” წავჩურჩულე ყურთან,
პიანისტი ხარო?_მკითხა.

* * *
მზის ჩასვლისას ვიჩხუბეთ…
”აღარ შეგეხებიო”_ და ერთი საათი

ჩემს ჩრდილზე იდგა გაუნძრევლად…

* * *
გაიტანე ჩემი საწოლიდან
შენი ჩრდილი,
წუხანდელი ღამის ნარჩენი.

* * *
ფეხმძიმე ქალმა ამოისუნთქა,
ალბათ, ნაყოფი დაიღალა
ამდენი ჯდომით

"გაზაფხული"

გაშლილ ყვავილებს ღმერთის
სურნელი ასდით,
გაზაფხულს ფუტკარი თარგმნის.

"მიტოვებული სახლი"

ყველაფერი აივსო სიცარიელით
კიბეს მთელი ღამე
ფეხის ხმა ესიზმრებოდა.

* * *
დგას მთაზე ათასწლოვანი მუხა
და ნაჯახის ხმებით
მიამბობს ტკივილს…

* * *
შენს წამწამებზე პოეზიის საქანელა დავკიდე
არ დახუჭო
შეიძლება ჩამოვარდე…

* * *
ნაადრევ კოდალას
იმ ხის ცეცხლზე ვწვავ
ნისკარტს რომ უკაკუნებდა წეღან.

* * *
რატომ ყივიან მამლები დილით?
იქნებ წინაპართა ბუმბულით სავსე
ბალიში ტკივათ…

აგვისტო, ალუბალი, ბალიში, ბუმბული, ბუნება, გაზაფხული, გაოფლილი, გვირაბი, გოგირდი, თითები, კოდალა, ლამპიონი, ლიფთი, მამალი, მატარებელი, მეძავი, მზე, მთები, მიტოვებული, მუხა, ნარჩენი, ნაყოფი, ნაჯახი, ნეკნები, ნისკარტი, ორგაზმი, პიანისტი, პოეზია, პოეტი, საათი, საქანელა, საწოლი, სახლი, სექსი, სტუმარი, სურნელი, სხეული, ტკივილი, უსასრულობა, ფანქარი, ფარა, ფეხი, ფეხმძიმე, ფოთოლი, ქალი, ქარი, ღამე, ღმერთი, ყვავილი, ყური, შარვალი, ჩრდილი, ცეცხლი, ცხელი, ცხვარი, ძალა, წვიმა, წუთი, ხე, ხმა, ჰაიკუ, ჰორიზონტი, ლექსი, ლექსები, ერეკლე დეისაძის ლექსი, ერეკლე დეისაძის ლექსები


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 751 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საიდუმლო სირობა, 40 kilometrsh, 40 კილომეტრში, rusuli ardadegebi, ერეკლე დეისაძე, saidumlo siroba, დამლაგებელი, damlagebeli, erekle deisadze, რუსული არდადეგები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0