Загрузка...
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 4 / erekle deisadze - haikuebi 4 - 17 მაისში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 7:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » მაისი » 17 » ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 4 / erekle deisadze - haikuebi 4


10:05 PM
ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 4 / erekle deisadze - haikuebi 4
გამეღვიძა და ჩემს გვერდით იწექი.

გამეხარდა და ცა
შარვალში ჩავიტნიე

.

* * *

მონატრებისაგან ისე მაგრად ჩაგეხუტე,
ვერც კი მივხვდით,
როგორ გავიარეთ ერთმანეთის სხეული…

.

"ყურის წმენდისას დაწერილი ჰაიკუ"

ღმერთო ჩემო! ამდენი გოგირდი და
მაინც ასეთი მძაფრი პოეტური სმენა
საოცარია,არა?

.

* * *

გაიტანე ჩემი საწოლიდან
შენი ჩრდილი,
წუხანდელი ღამის ნარჩენი.

.

* * *

ფეხმძიმე ქალმა ამოისუნთქა,
ალბათ, ნაყოფი დაიღალა
ამდენი ჯდომით

.

"გაზაფხული"

გაშლილ ყვავილებს ღმერთის
სურნელი ასდით,
გაზაფხულს ფუტკარი თარგმნის.

.

"მიტოვებული სახლი"

ყველაფერი აივსო სიცარიელით
კიბეს მთელი ღამე
ფეხის ხმა ესიზმრებოდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 762 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: საიდუმლო სირობა, 40 kilometrsh, saidumlo siroba, დამლაგებელი, 40 კილომეტრში, erekle deisadze, რუსული არდადეგები, rusuli ardadegebi, ერეკლე დეისაძე, damlagebeli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0