Загрузка...
დათო გვარამია - წერტილი. - 9 დეკემბერში 2018 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 7:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » დეკემბერი » 9 » დათო გვარამია - წერტილი.


1:39 AM
დათო გვარამია - წერტილი.


გარეთ წვიმს ახლა,დარდიანად,სევდასთან ერთად,
ყველა ტკივილი ჩამორეცხა წვიმის წვეთებმა,
და მე დამტოვა უსათუოდ უღმერთოდ კენტად,
ჩემი სულისთვის დროულია მოპირკეთება.

და შენც წახვედი,უხმაუროდ სულმოუთქმელად,
ჩემგან ხომ ყველა გაიკრფა ბოლო წელია,
და რასაც ვწერდი,ვაღიარებ მხოლოდ გულწრფელად,
მხოლოდ გულწრფელად გეუბნები შენთვის წერია.

აჰა გათოვდა და დაფარა თოვლმა ტკივილი,
შორი-შორს ვდგავართ როგორც წესი დამშვიდობების,
სროლის წინ ნეტა მომასწრებინა შენთან ტირილი,
და ალბათ იქაც უსათუოდ ვინმე მოგველის.

ახლა ჩემს გულში,სიბნელეში სიმღერას ვმღერი,
გაოფლილია ახლა ჩემი ხელის გულები,
და თუ რაიმეს გაკეთება მოგინდეს ქენი,
და ვეღარ ტირის გადამშრალი თვალის გუგები,

ასე ფიქრებით გაჟღენთილი ვწვები ლოგინში,
ზეცას ვუყურებ მაგრამ არავინ არიხედება,
უხეშობსთვის მაპატიეთ,ღმერთან ბოდიში,
სულ ცოტა ხანში ალბათ ზეცაც აიჭედება.

სიცარიელე უფრო მძიმე საზიდავია,
ისეთი მძიმე ვერასოდეს რომ ვერ აწონი,
სიცარიელემ უკვდავების წყალი დალია,
და ამ ლექსებშიც არის რაღაც ვერ მოსაწონი.

ნუთუ კალამიც არდაიღლება შენზე საუბრით,
ამდენი ცრემლით,დარდებით და უიმედობით,
გულმა იკითხოს თორემ ფურცლებს ალბათ რა უჭირს?
მე და ფურცლებიც უეჭველად შენ მოგენდობით.

აჰა წერტილიც გამომიჩნდა სიტყვის მაშველად,
დავსვი წრტილი სტრიქონებსა და ლექსის ბოლოში,
მე არ მინდოდა ეს კალამმა არ გამაჩერა,
და ახლა ისევ წლებით შევძვრები მე ჩემს სოროში.

დათო გვარამია


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 661 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0