14 დეკემბერში 2018 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2018 » დეკემბერი » 14



ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად.



კომენტარები: 0 / ნანახია: 894 / თარიღი: 2018-12-14 / 11:07 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — ანა ლაშხელი ონიანისა და ნინა ნეკერაშვილის ხსოვნას / nika dzamiashvili - ana lashkheli onianisa da nina nekerashvilis khsov


ორი უჭკნობი ყვავილი
მოტეხა ქარმა
და გააფრინა უსასულობისკენ.

მიწაში დარჩა მათი ფესვები
და ცას შეემატა
ორი ვარსკვლავი.

ანა და ნინა.
ნინა და ანა.

ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა
ამ წელს შემოდგომა.



კომენტარები: 0 / ნანახია: 905 / თარიღი: 2018-12-14 / 11:06 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — * * * / nika dzamiashvili — * * *


ზოგჯერ,
დახუჭული თვალებით ვხედავ
რომ სიკვდილი
ერთადერთი გადარჩენის გზაა,
მაგრამ გახელისას ვგრძნობ,
იქაც არ დავნებდები
უბრძოლველად..



კომენტარები: 0 / ნანახია: 856 / თარიღი: 2018-12-14 / 11:02 AM / პარასკევი

ნიკა ძამიაშვილი — ... (ბავშვობიდან რაც მახსოვს) / nika dzamiashvili — ... (bavshvobidan rac makhsovs)


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით,
ვცდილობ ვიმოქმედო
რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ოცნება კარგზე
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 881 / თარიღი: 2018-12-14 / 11:00 AM / პარასკევი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0