მთავარი » 2018 » დეკემბერი » 9 » დათო გვარამია - ფიქრი
2:14 AM დათო გვარამია - ფიქრი
მინდა გამიბრაზდე,მინდა მაწყენინო თორემ წერა უკვე მგონი თავს მანებებს ვფიცავ ყველაფერი ზუსტად ასეიყო თავს არ მანებებდა ლექსის ზმანებები
მუდამ ვჩხუბობდით და მუდამ გავკიოდით მერე დარდიანად ვცილდებოდით ქუჩებს მაგრამ ვშორდებოდით მხოლოდ ამ პირობით რომ დილისთვის ისევ ვაზომებდით ტუჩებს
ასე იწერება შენზე ლექსები და ასე იწერება შენზე მოთხრობები სიცარიელეში ამოგევსები და პოსტი დამიჰაჰე ჩემთან რო მოხვდები
ასე დავთარეშობ შენში უშენობით აღარც შენობაა აღარც ბილდინგები შენ თუ აგევსება სული უჩემობით ფეხზე დამიკიდე მაინც ვიძირები
ვიძირბი რადგან მუზა გამიბოზდა ახლა გაბატონდა შენში აპათია სათარეშო ლექსიც შენთან დამიკოჭლდა ადამმა კი ევას მაინც აპატია
ახლა იგრძნობა რომ ცალი ნეკნი არ მაქვს შენთან მემგონი რომ ერთი ზედმეტია და ეს ჩანაკბეჩი ვაშლიც ხელით დამაქვს და ეს სიყვარულიც მაინც რა კენტია
კალამს მიქებენ და ტაშსაც დამიკრავენ ვხვდები ხალხის გროვა მაინც რა ბევრია შენ ხომ ისადგილი აღარ დაიკავე შენი ტაში ჩემთვის ძილის აბებია
აღარც ტაშს მიკრავ და აღარც მაკვირდები მხოლოდ "კაია" და ასე გააგრძელე მე კი მაინც ვფიქრობ ისევ გაკვირტდები მერე ფოთოლცვენა ისევ და ასევე...
ახლა ამ გრძნობებსაც ტილოს დავაფარებ ვიცი მტვერი მაინც მუდამ დაედება ნდობის მავთულები შენში გავატარე ხოდა ის ადგილიც ჩემთვის გაედემდა
როცა ვიცი ზუსტად ექვსის ნახევარზე ამ გზებს დაობილებს ბრაზით მიუყვები ისე მეც იქ ვგდივარ გრძნობის ნაწვერავზე და შენ შემოქცერი როგორც ფიურერი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 730 |
დაამატა: tilllindeman7
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|