Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი — * * * (დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური) - 26 სექტემბერში 2020 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2020 » სექტემბერი » 26 » ნიკა ძამიაშვილი — * * * (დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური)


1:13 PM
ნიკა ძამიაშვილი — * * * (დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური)


დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა
და წყალში ჩაულბოს პური.

ეს ჩემი ქალაქია,
სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად,
ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული
შვილის ღიმილით ნათდება,
და მაშინ ქრება სახიდან მხიარულება,
როდესაც დედა ინახავს სამ-ოთხ ნაჭერს კარადაში
მეორე ბედნიერი დღისთვის,
თვითონ კი მორჩენილ ნამცეცებს კენკავს.

მეორე დღის გათენების იმედი მცირდება,
როდესაც ბინაში ცივი ცრემლებით გაწვიმს,
რადგან არ გყავს ის,
ვინც დაგიმარხავს ძილში გაყინულ,
მშიერ ბავშს.

ბრძოლა ხორციელი გადარჩენისთვის იმდენი ძვირია,
რამდენადაც სურვილი გაღიმების,
ქვეყნიდან გაქცევის
და უკიდეგანო ციდან ვარსკვლავის მოწყვეტის,
რომელიც გადის
ჩვენი უსაქმური სინდისიდან
თითო ბავშვზე თითო კანფეტის ჩუქებამდე..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 430 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: dila, ghimili, gateneba, bavshvi, dzekhvi, kanfeti, mkhiaruleba, cremlebi, dzili, survili, grechixa, shvili, gaghimeba, wiwibura, tsitsibura, damarkhva, sindisi, puri, qalaqi, deda, karada, cicibura, siskhli, grechikha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0