26 სექტემბერში 2020 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2020 » სექტემბერი » 26



ნიკა ძამიაშვილი — ფსიქიკური ჯაზი / პარეიდოლია


პარეიდოლია რომ არ მჭირდეს,
მეზობლის კარზე ვერ შევამჩნევდი
ქვედა სართულიდან ამოსული შუქისგან შექმნილ
ედვარდ მუნკის კივილს.

ფეხითმავალ გზაზე კი ორმოს,
სადაც გაჭრილ ფოთოლზე იდო ქვა
და ერთი მხრიდან კაცის სახე ყვიროდა
და მეორედან ქალის სხეულს სურდა შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1000 / თარიღი: 2020-09-26 / 1:59 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (სახეზე მომემატა ნაოჭი, წვერიც გამიხშირდა. მიღრმავდება თვალის ქვემოთ ღრმულები..)


სახეზე მომემატა ნაოჭი,
წვერიც გამიხშირდა.
მიღრმავდება თვალს ქვემოთ ღრმულები.

მივხვდი,
ჩემს ეზოში
ონკანიდან
დღემდე წვეთავს
ჩემს მიერ განვლილი
და დარჩენილი წლები!..

2015-16 წ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 809 / თარიღი: 2020-09-26 / 1:56 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — ინდუიზმი, უფალი და ქალი


ინდუიზმი, უფალი და ქალი

მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს
ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ.

შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას.
რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს.

შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს,
მე კი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 966 / თარიღი: 2020-09-26 / 1:53 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა...)


მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო,
როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა,
გარდავქმნა მორზეს კოდით და გავაგზავნო უსასრულობაში
და სადმე დედამიწის მეორე მხარეს,
ვიღაც ამ ხუმრობას მონათლავს რაიმე სერიოზულ აღმოჩენად,
ისევე როგორც —
თეთრი ხმაურის მოსმენა
ნოსტრადამუს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 915 / თარიღი: 2020-09-26 / 1:51 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — VOODOO DOLL / ვუდუ თოჯინა


შენ იქამდე ხარ პატარა გოგონა,
სანამ თამაშობ თოჯინით,
გსურს გამოკვებო, ჩააცვა, დააძინო და ჩაეხუტო მას.

გინდა შეურჩიო სახელი,
რაც გენებოს დაარქვი, ანაბელის გარდა.

ღამდება შენი სურვილის გარეშე.
როდესაც —
მორიგი კოშმარის შემდეგ გულამოვარდნილი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 884 / თარიღი: 2020-09-26 / 1:49 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (გათენდა. გავიღვიძე. მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას...)


გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..

კომენტარები: 0 / ნანახია: 806 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — მე შენ ძლიერ მიყვარხარ!..


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 776 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს..)


ერთ ღერ სიგარეტს
ბევრად მეტი ფასი აქვს,
ვიდრე მათ,
ვინც უამრავ ხალხს კვებავს
შეუსრულებელი დაპირებით!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — ნ დ ო ბ ა


ნდობა

ბრმამ
ჯოხის დახმარებით
მოგაკითხა სახლში.
შემოუშვი.
წასვლისას კი აღმოაჩინე
საკუთარი საფულის უქონლობა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 749 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი, ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..)


მარტოკაცის ბინაში მეტია ღმერთი,
ვიდრე მთელს მის ქუჩაზე..

კარის გამოხურვამდე პირჯვრის გადაწერა
ქუჩაში მეგობრის დასამშვიდობებლად აწეული ხელივითაა,
რომელიც მახსენებს ტრანსპორტიდან შემჩნეულ
ახალგაზრდა გამხდარი გოგონას სახეს,
რომელშიც დავინახე დედობრივი სით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 407 / თარიღი: 2020-09-26 / 1:40 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი ცრემლის გარეშე..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 438 / თარიღი: 2020-09-26 / 1:38 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი..)


მე ვუსმენ ნიჟარას
და ვგრძნობ
როგორ იხრჩობი,
მაგრამ ვერ გეხმარები,
რადგან არ ვიცი,
რომელ
ზღვაში
გეძებო?!.

კომენტარები: 0 / ნანახია: 423 / თარიღი: 2020-09-26 / 1:36 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მარტოდ ხეტიალის შემდეგ..)


მარტოდ ხეტიალის შემდეგ
ავედი სახლში.

შევამჩნიე შენი ფოტო

და ცარიელი ოთახი
გათბა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 440 / თარიღი: 2020-09-26 / 1:36 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ბავშვობიდან რაც მახსოვს, არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს, ყოველთვის მქონდა იდეა...)


ბავშვობიდან რაც მახსოვს,
არასდროს ვეძებდი იოლ გამოსავალს,
ყოველთვის მქონდა იდეა,
ახლა კი პირიქით —
ვცდილობ ვიმოქმედო, რაც შეიძლება მოკლედ და მარტივად.

გავიზარდე მაშინ,
როდესაც დავკარგე ბავშვობის ოცნებები
და დღევანდელი დღის უარესად ჩავლის შიში. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 392 / თარიღი: 2020-09-26 / 1:35 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — შენი გათენებული დილის გემო..


გათენდა.
გავიღვიძე.
მიჩვეული ვარ უშაქრო ყავას.

გამახსენდი.
მომინდა ჩაგხუტებოდი,
გაგსაუბრებოდი.

დასამშვიდებლად,
ყავიან ჭიქაში ჩავიყარე სამი კოვზი შაქარი
და უამრავ კილომეტს მიღმა
შევიგრძენი
შენი გათენებული დილის გემო..

კომენტარები: 0 / ნანახია: 463 / თარიღი: 2020-09-26 / 1:33 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — The hope of happiness


სიკეთე და სიყვარული —
ფილემონი და ბავკიდა.
ბედნიერების იმედი მზეზე უმალვე გაშრება.

საცვლები და ორი კაბა გოგონამ თოკზე გაკიდა.
ჟრიამულია ეზოდან, გაღიმებული ბავშვების.

წერილების და სიზმრების ზღაპრებად გადაბირება.
გრძელდება ეს მელოდია
და იხატ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 529 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (სად არის შენი სახლი?..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ..სად არის შენი სახლი?

ალბათ იქ,
სადაც ვინმე გელის და გრძნობ სითბოს მათგან,
ან იმ შიშველი კედლებიდან,
რომლებსაც ერთ დროს იმეტებდი მუშტებისთვის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 428 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი, ცრემლის გარეშე..)


შენ ხარ ჩემი სევდიანი ამინდი,
ცრემლის გარეშე.

მწამს,
ოდესმე შეგეხები
და გამოიდარებ..

კომენტარები: 0 / ნანახია: 558 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი —* * * (როდესაც ჩემს გვერდით ხარ, გიყურებ და ვდუმვარ. არ ვიცი რა გითხრა..)


როდესაც ჩემს გვერდით ხარ,
გიყურებ და ვდუმვარ.
არ ვიცი რა გითხრა.

ვუსწრაფებ ფეხს და შენც მომყვები.
ვჩერდები და შენც.

ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო,
მაგრამ ორივე ვდუმვართ.

ჩვენ ერთად ყოფნისას ვკარგავ საკუთარ თავებს,
რომელსაც ერთმან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 426 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის..)


მე მწამს
იმ ნახატის,
სიმღერის,
ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის,
რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩა
ორი გრამი პოეზია,
როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი
ლუდის წვეთები
ბოთლზე ხაზებად..

კომენტარები: 0 / ნანახია: 421 / თარიღი: 2020-09-26 / 1:21 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)


გავედი გარეთ.
შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა,
რომელიც გალოთდა.
პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა.
დაიხურა მაღაზია,
სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო
და ბებიასავით ვუყვარდი.
ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს.
.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 406 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ნერვები, როგორც არყით სავსე ბოთლი, მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი, სიმშვიდე, როგორც ..)


ნერვები,
როგორც არყით სავსე ბოთლი,
მას მიყოლებული ქვედა ტუჩის თხელი გარსი,
სიმშვიდე,
როგორც მიუწვდომელი ვარსკვლავი,
შფოთვა კი ის, რითაც გადააყოლებ დღიდან-დღეს.

მე ვარ წყნარი და მშვიდი, თუნდაც შევიშალო.
არ მიცნობ და არ იცი ჩემი გარეკვის პიკი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 406 / თარიღი: 2020-09-26 / 1:19 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (ბავშვობაში, რამდენჯერ დაგინგრევია მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით სხვისი გამომცხვარი პასკა..)


ბავშვობაში,
რამდენჯერ დაგინგრევია
მიწისგან პატარა ვედროს დახმარებით
სხვისი გამომცხვარი პასკა
და ზედ გაგიყვანია გვირაბი ან მოკლე გზა
შენი ქალაქიდან სათამაშო მანქანის მეშვეობით
საზღვრების გასაცდენად,.

რამდენს გიპასუხიათ ვინმესთვის
უბრალო წყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 411 / თარიღი: 2020-09-26 / 1:17 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (აბრეშუმის კაკაო. ხოჭოების აივანი. ხის ტოტის რბილობის ფაფა..)


აბრეშუმის კაკაო.
ხოჭოების აივანი.
ხის ტოტის რბილობის ფაფა.

მწვანე დაფხვნილი ქვის ფოთოლივით სიმწარე

და სიყვითლე,
როგორც ჩაისთვის მიჭყლეტილ ლიმონზე მოყრილი შაქარი.

წყლის ლურსმნები,
რომლებიც ეწირებიან ჩემთვის გასათხრელ ორმოს.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 405 / თარიღი: 2020-09-26 / 1:13 PM / შაბათი

ნიკა ძამიაშვილი — * * * (დედა აბარებს საუთარ სისხლს, რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა და წყალში ჩაულბოს პური)


დედა აბარებს საუთარ სისხლს,
რომ ბავშვს მოუხარშოს წიწიბურა
და წყალში ჩაულბოს პური.

ეს ჩემი ქალაქია,
სადაც დილა მზის ამოსვლის ნაცვლად,
ვინმე კეთილი ძიას ნაჩუქარი ძეხვისგან გამოწვეული
შვილის ღიმილით ნათდება,
და მაშინ ქრება სახიდან მხიარულება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 429 / თარიღი: 2020-09-26 / 1:13 PM / შაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0